რუუდ ვან ნისტელროი შეიძლება ინგლისური კლუბის მწვრთნელად დაინიშნოს

რუუდ ვან ნისტელროი შეიძლება ინგლისური კლუბის მწვრთნელად დაინიშნოს

რუუდ ვან ნისტელროი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ცოტა ხნის წინ გაუშვეს, შესაძლოა, ინგლისში მაინც დარჩეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ნიდერლანდელი „ბარნლის“ მთავარ მწვრთნელად განიხილება, თუ ინგლისური კლუბიდან სკოტ პარკერს გაათავისუფლებენ. ამრიგად, შეიძლება რუუდმა ჩემპიონშიფში იმუშაოს.

ვან ნისტელროის მთავარ მწვრთნელად პსვ ეინდჰოვენში უმუშავია. მიმდინარე სეზონში ის ერიკ ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბში იყო, რომლის დათხოვნის შემდეგ „მანჩესტერს“ ოთხ მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც „წითელმა ეშმაკებმა“ 3 მოიგეს და ერთხელ ფრეს დასჯერდნენ.