2 ქულა და 6 გუნდი: სერია A-ს 12 ტურში ასეთი მდგომარეობა ბოლოს 31 წლის წინ იყო

2 ქულა და 6 გუნდი: სერია A-ს 12 ტურში ასეთი მდგომარეობა ბოლოს 31 წლის წინ იყო

იტალიის სერია A-ში 2024-2025 წლების სეზონი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დაძაბული ვითარებაა.

ჩემპიონატს „ნაპოლი“ 26 ქულით ლიდერობს, შემდეგ ოთხ გუნდს აქვს 25-25 ქულა - „ატალანტას“, „ფიორენტინას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“, ხოლო იქვეა „იუვენტუსიც“, რომელსაც 24 ქულა აქვს.

Opta-ს ცნობით, სერია A-ში 12 ტურის შემდეგ ბოლოს მსგავსი დაძაბული სიტუაცია 1983-1984 წლების სეზონში იყო, როცა 7 გუნდს შორის განსხვავება 2 ქულა იყო (ამჟამად ეს სხვაობა ექვს გუნდშია).

აქვე შეგვიძლია ვახსენოთ და „მილანი“ და „ბოლონია“, რომლებიც ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რადგან ამ გუნდების შეხვედრა ორი კვირის წინ გადაიდო.