„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შესაძლოა გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში წერს.
წყაროს ცნობით, მომავალ კვირას გვარდიოლა ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იმსჯელებს, რადგან „სიტის“ ხელმძღვანელებს მწვრთნელის შენარჩუნება სურთ.
შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ბოლო კვირებში ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 მატჩი წააგო. ამჟამად გუნდი ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 23 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 28-ქულიანი „ლივერპულია“.
გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.