NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლა, რომელიც ძალიან ადვილად, 121:94 დაამარცხა.
მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და საბოლოო შედეგიც სრულიად ლოგიკური იყო. გოგა ბითაძემ ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა.
ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 10 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგებით და 6 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 13 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „შარლოტთან“ გამართავს.