შესაძლოა Moana 2 დისნეის 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდეს

შესაძლოა Moana 2 დისნეის 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდეს

AMC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ არონმა, განაცხადა, რომ Moana 2 შესაძლოა იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე Inside Out 2. Pixar-ის ანიმაციურ ფილმს, Inside Out-ის მეორე ნაწილს, 652,9 მილიონი დოლარის შიდა და 1,697 მილიარდი დოლარის გლობალური შემოსავალი აქვს, რაც ჯერჯერობით 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი პეოდუქტია. მოანას მეორე ნაწილს კი, მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ანიმაციური ფილმი ამერიკაში მადლიერების კვირაში გამოვა, რაც გამართლებული ტაქტიკაა, რადგან ცნობილია, რომ დღესასწაულებზე კინოთეატრებში უფრო მეტი ადამიანი დადის, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში.

ცნობისთვის, დისნეის 2023 წელს საკმაოდ ცუდი შემოსავალი ჰქონდა. კომპანიამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაკარგა. თუმცა, 2024 წელს მათ გამოასწორეს შეცდომები და ხაზინა Inside Out 2-ისა და Deadpool & Wolverine-ის მოგებით შეავსეს, ფილმებმა დაახლოებით 1,338 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. სავარაუდოდ Moana 2-მა ამ ორივე ფილმს შიდა და გლობალურ ბაზარზე უნდა აჯობოს, რითაც სტუდიას დიდხნიანი პაუზის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი ექნება.

თუ Moana 2 ისეთ მასიურ წარმატებას მიაღწევს, როგორსაც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს იქნება დისნეის ფინანსური კრიზისის დასასრული. აღსანიშნავია, რომ ფინანსური წარმატების გარდა, ამით დისნეი გულშემატკივრებს სტუდიის ძველი დიდების დაბრუნების იმედს აძლევს.