ტიაგო მოტა:

ტიაგო მოტა: "თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ლილთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ შედეგით არა, რადგან გამარჯვება სურდათ.

„სხვა შედეგი გვსურდა, შევქმენით მოსაგებად მომენტები, მაგრამ მატჩი 1:1 დასრულდა. თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით არა. შეტევაში, მეტოქის მოედნის ბოლო 20 მეტრში უკეთ მოქმედება შეგვეძლო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. „ლილი“ არის გუნდი, რომელიც გელოდება და შემდეგ კონტრშეტევაზე გადადის. მათ იციან რას აკეთებენ, თავდაჯერებული არიან და კარგი თამაში იყო.

ახლა საჭიროა ენერგიის აღდგენა და მომდევნო მატჩისთვის ფიქრს დავიწყებთ“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული, მომდევნო ტურში კი, „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.