ამორიმი:

ამორიმი: "ასეთ დამშვიდობებას ვერ წარმოვიდგენდი"

ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ ისაუბრა.

ამორიმის თქმით, მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო პორტუგალიურ გუნდთან ასეთ მაჟორულ ნოტაზე დამშვიდობება:

„ასეთ დამშვიდობებას ვერ წარმოვიდგენი, თითქოს ეს წინასწარ იყო დაწერილი...

გიოკერეში „მანჩესტერში“? ვიქტორი „სპორტინგის“ ფეხბურთელია, რომელმაც კლუბისთვის ბევრი გააკეთა, ის მეორე დივიზიონიდან დავიმატეთ. მან სეზონი „სპორტინგში“ უნდა დაასრულოს“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის დროს ამორიმი მუშაობას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს.

"სპორტინგს" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული და შესანიშნავ ფორმაშია.