დიადი გამარჯვება

დიადი გამარჯვება

დიდი ხნის ნანატრი ისტორიული მომენტი დადგა! ჩვენი დიადი სამშობლოს ყველა მოქალაქეს არა მარტო იმედი ჰქონდა, არა მარტო სწამდა, რომ ეს მომენტი დადგებოდა, არამედ მტკიცედაც იყო ამაში დარწმუნებული.

ვისაც კი შეგნებული ჰქონდა მონოლიტური საბჭოთა კავშირის ძალა და სიმტკიცე, ჩვენი დიდი ბელადის ამხანაგ სტალინის ნებისყოფა და გენია, არ შეეძლო დაეჭვებულიყო საბოლოო გამარჯვებაში.

ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ გრანდიოზული გამარჯვების სასიხარულო ჟამი დადგებოდა, რომ ბნელეთისმოციქულობისა და ბარბაროსობის ძალები გაცამტვერებული იქნებოდნენ, მაგრამ არავითარი სიტყვებით არ შეიძლება იმ გრძნობათა გადმოცემა, რასაც იწვევს ცნობა ჰიტლერული გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს უფრო დიადი გამარჯვება, რომელიც ბრძოლის გრანდიოზულ ასპარეზზე ყოფილიყო მოპოვებული.

საბჭოთა კავშირის ხალხები ერთსულოვანნი იყვნენ მტრის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლაში, ისინი ერთსულოვანნი არიან გამარჯვების დიადი დღესასწაულის დღეს თავიანთ სიხარულში და მტკიცე მშვიდობიანობის მიღწევისათვის ბრძოლაში.

ჩვენ, საბჭოთა მეცნიერები, მთელ ჩვენს გმირ ხალხთან-გამარჯვებულ ხალხთან ერთსულოვანნი ვართ ჩვენი აღტაცების, წითელი არმიის სახელოვანი მეომრებისა და დიდი ბელადის ამხანაგ სტალინისადმი მადლობის გრძნობებში.

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი ნ. ი. მუსხელიშვილი