ამას წინათ რუსთაველზე გავიარე და როცა რუსთაველის ძეგლს მივუახლოვდი, გულმა სიმწრისაგან შემომკვნესა - უგვანოებს აუღიათ საღებავები და კედლები დაუჯღაბნიათ, რა წარწერას არ ნახავთ აქ - ზოგს თავისი სახელი ამოუდღაბნია წითლად, ზოგსაც სასიყვარულო "მონოლოგი" მიუწერია.
დავიჯერო, როცა ძეგლს ასე შეურაცხყოფდნენ, ახლომახლო არავინ იყო? ან დასუფთავების სამსახური სადღაა, რომ მიმდებარე ტერიტორია ნაგვის ბუდედაა ქცეული.
აღშფოთებული გწერთ, - იქნებ გაგვაგებინოთ მეც და საზოგადოებასაც, ასეთი რა დააშავა ჩვენმა ეროვნულმა საუნჯემ, რას ერჩოდნენ? თუ ამაზე თვალის დახუჭვა შეგვიძლია, მაშინ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი!