„ჟირონას“ ვეტერანი თავდამსხმელი კრისტიან სტუანი ესპანეთის ლა ლიგის რეკორდსმენი გახდა.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 29-ე გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო. ამაზე მეტი გოლი შეცვლიდან ესპანეთის ჩემპიონატში არავის გაუტანია.
სტუანიმ ხულიო სალინასის შედეგი გააუმჯობესა. 38 წლის კრისტიან სტუანი „ჟირონაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 259 მატჩში 134 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მიდლსბროს“, „ბელა ვისტას“, „რეჯინას“, „ალბასეტეს“, „ლევანტეს“ და „რასინგის“ ღირსებას იცავდა.