„მონცას“ გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ „მილანის“ წინააღმდეგ გაუქმებულ გოლზე კომენტარი გააკეთა.
„ეს არის მეორე სუფთა გოლი, რომელიც რამდენიმე დღეში გაუქმდა. ვინ იცის, რა მოხდებოდა, დიდი კლუბებისთვის ზედიზედ ორი გოლი რომ გაეუქმებინათ? ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ილაპარაკებდა ამაზე, მაგრამ ეს „მონცას“ დაემართა, ასე რომ, ყველა დაივიწყებს რაც მოხდა. ჩვენ „მილანის“ და „ატალანტას“ წინააღმდეგ მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს“, - თქვა გალიანიმ.
აღსანიშნავია, რომ იტალიის სამსაჯო კორპუსმა აღიარია, რომ არბიტრმა შეცდომა დაუშვა, როცა „მილანთან“ „მონცას“ გოლი გააუქმა. თუმცა, ცხადია, ეს უკვე აღარაფერს შეცვლის, თამაში „მილანმა“ 1:0 მოიგო.