მედიკოსები დაგიდასტურებენ ფაქტს, რომ, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებს წყენას, ვერ აპატიებს ადამიანებს შეცდომებს, ამ ყველაფერს გულში ინახავს და მუდმივად ფიქრობს ამაზე, ის სერიოზული ავადმყოფობის რისკის ჯგუფშია.
ორივე სქესის წარმომადგენლებს ბოღმა ერთნაირად უნგრევს ჯანმრთელობას, თუმცა, ოდნავ განსხვავებულად – მამაკაცებში ეს სიმსივნეს აჩენს და მათი სექსუალური პოტენცია რამდენადმე ქვეითდება.
რაც შეეხება ქალებს, თუ ისინი წყენას არ ივიწყებენ, ამით საკუთარ თავს ქალური დაავადებების საფრთხეს უქმნიან. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია, როცა ბოღმა და წყენა ოჯახის წევრების ან უახლოესი ადამიანების მიმართ გვაქვს.
ჰორმონული დარღვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოღმაა. შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ, კვლევები ამტკიცებს, რომ გახსნილი, უბოროტო ადამიანები, კარგი იუმორის გრძნობით, დიდხანს ცოცხლობენ, გვიან ბერდებიან და სიხარულის, ბედნიერების განცდაც იშვიათად ტოვებთ.
სერიოზული ოჯახური კონფლიქტები მოზარდებში ფსიქიკურ აშლილობას, სტრესებს, კომპლექსების წარმოქმნას უწყობს ხელს. ქალებში – სისხლნაკლებობას.