პროცედურულად როგორ შეიძლება გასაჩივრდეს ქართული „ენჯეოების“ მიერ დადებული დასკვნები - კონსტიტუციონალისტების განმარტება

პროცედურულად როგორ შეიძლება გასაჩივრდეს ქართული „ენჯეოების“ მიერ დადებული დასკვნები - კონსტიტუციონალისტების განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესში საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ხოლო, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე, საერთო ჯამში, კარგად იყო ადმინისტრირებული. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის გამარჯვება.

რაც შეეხება დასავლეთის სახელმწიფოების პოზიციას, თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. ამ გარე ჩარევის მიზანი იყო, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის გამარჯვება. ახლა კონკრეტულ ძალებს სჭირდებათ გადაწყობა, ამ ახალ რეალობაზე და ეს გადაწყობა აუცილებლად მოხდება. ამ არჩევნების შემდეგ, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რაც, ვფიქრობ, მოხდება ძალიან მალე, მომავალ წელს, შესაძლოა, ეს მოხდეს იანვარ-თებერვალში, ან რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, საქართველოსა და აშშ- შორის ურთიერთობები მაშინვე გადაიტვირთება და ამის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ურთიერთობებში სამართლიანობა. გახსოვთ, რომ ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, მანამდე ასეთი პრობლემები, გაუგებრობები არ არსებობდა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ეს გაუგებრობები. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე ეს გაუგებრობები გაქრება და შესაბამისად, აღდგება სამართლიანობა და აღდგება ჯანსაღი ურთიერთობები.

სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს სანქციებს და დააწესოს რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, დღეს აქ ჰიდროელექტროსადგურს კი არ გავხსნიდით, გვექნებოდა საერთოდ სხვა ვითარება, რაც მუშაობდა, ისიც გაჩერდებოდა. პირველივე წელიწადს მინიმუმ 10%-იანი ვარდნა გვექნებოდა. ამას ითხოვს ევროპარლამენტი ღიად, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

For.ge დაინტერესდა დარღვევებთან დაკავშირებით, პროცედურულად აქვს თუ არა მმართველ ძალას საშუალება გაასაჩივროს დასკვნა, რომელიც მხოლოდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციზე დაყრდნობით არის დაწერილი და საბოლოო დასკვნისთვის რას დაეყრდნობა სასამართლო - ქართველ დამკვირვებლების თუ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებს?

კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პარტიას შეუძლია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში:

ამას პირდაპირ კანონი განსაზღვრავს. საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გამო საჩივარი უნდა იქნას შეტანილი საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც უნდა განიხილოს, შემდეგ მიდის სასამართლოში. უკვე საოლქო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაცი სასამართლოში.

ნებისმიერ დამკვირვებელ ორგანიზაციას აქვს სარჩელის შეტანის უფლება, როგორც ადგილობრივს, ასევე საერთაშორისოს. გასაჩივრების უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებსაც და დამკვირვებელ ორგანიზაციებსაც - თუნდაც ზემდგომ კომისიაში წარდგენილი საჩივარი, ან სასამართლოში შეტანილი სარჩელი უნდა იყოს დასაბუთებული - რას და რატომ ითხოვენ, რა მტკიცებეულებები აქვთ ამისათვის და .. - ეს ყველაფერი უნდა წარადგინონ და ამის შემდეგ, სადაც იქნება საჩივარი, ამის საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, - განგვიმარტა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დასკვნა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დადებენ, ქართულ ოცნებას შეუძლია მიიღოს ან უარი თქვას მასზე.

დამკვირვებლებმა დადეს თავიანთი შეფასებები. გასაჩივრებისთვის ქართულ ოცნებას არანაირი ბერკეტი არ აქვს - საჩივრები შესულია საარჩევნო კომისიაში, რაც განხილული იქნება და შემდეგ ეს წავა სასამართლოში, მაგრამ საჩივრები წავა სასამართლოში და არა დასკვნები და შეფასებები, რის შემდეგაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

თუ ცესკო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მომჩივანი მხარის მიერ არის წარმოდგენილი, შემდეგ პროცესი მიდის სასამართლოში, შედეგად უკვე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, სადაც არის როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ასევე ცესკო- წარმომადგენელიც. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ისინიც დადებენ მათ დასკვნებს, ეს დასკვნა შეუძლია მიიღოს ქართულმა ოცნებამ, ან თქვას, რომ არასწორი დასკვნაა, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

 

Gami ხმალაძე უკვე For.ge- ზეა! გილოცავთ! ორი მარაზმატიკის რჩევები.
1 თვის უკან