ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება არ წყვეტს "ნაცმოძრაობის" აქტივისტების დევნას.
მისი თქმით, უკვე ორი ათასზე მეტი აქტივისტი დაიკითხა და მთავრობა არ ასრულებს პირობას, რომლის მიხედვითაც, შუალედური არჩევნების წინ "ნაციონალებზე" ზეწოლა შეწყდებოდა.
"გადავწყვიტე, ყველა იმ აქტივისტს, რომელიც დაჰკითხეს, გავუგზავნო პირადი წერილი, გამოვუცხადო სოლიდარობა, ამოვუდგე მხარში", - განაცხადა მერაბიშვილმა.