„რომელი ოპოზიციის ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს პრეზიდენტი, როცა ჭაჭანაჭამი ინდაურივით დაბოდიალობს აქეთ-იქით?!“

„რომელი ოპოზიციის ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს პრეზიდენტი, როცა ჭაჭანაჭამი ინდაურივით დაბოდიალობს აქეთ-იქით?!“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო იმიჯიდან კარგა ხანია, ამოვარდნილია. ის ხან საარჩევნო შტაბს ქმნის ორბელიანების სასახლეში, ხან ოპოზიციის ლიდერებს კონსულტაციაზე იბარებს, ხან ხალხს კრებს რუსთაველზე, ხანაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების არცნობითაა დაკავებული და მას სომხურ კარუსელად მოიხსენიებს.

BBC - სთან ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები იყო რუსული სტილის სპეცოპერაცია, ახლა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რა ხდება საქართველოში და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.

Associated Press-თან ინტერვიუში კი პრეზიდენტმა მმართველი პარტია სომხური კარუსელის დატრიალებაში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლებამ პირადობის მოწმობები ჩამოართვა ხალხს, რომლითაც ხმის მიცემა თითქოს 17-ჯერ იყო შესაძლებელი.

რატომ უტეხს სახელს პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო დონეზე? რისი ეშინია მას?

ამაზე პასუხი პრეზიდენტმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე გასცა და ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რა მოხდება ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში?! პრეზიდენტმა შიში არ დამალა და აღნიშნა, თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, ალბათ, იმპიჩმენტს გამომიცხადებენ და ციხეში ჩამსვამენ.

ამასობაში ქართული ოცნება ზურაბიშვილს შემდეგ წინადადებას სთავაზობს, თუ პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს, მაშინ გადადგეს, გახდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და გააკეთოს ის, რაც უნდა. აქ არანაირად არ იგულისხმება მისი დაჭერა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაჭერას არანაირად არ გულისხმობს. იმპიჩმენტი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შენ ამ თანამდებობას არ შეესაბამები და მოგხსნიან უმაღლესი თანამდებობიდან.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს გაათავისუფლებენ თანამდებობიდან და ეგ იქნება. დაჭერა არ მოხდება. არ გამოვრიცხავ, ოპოზიციის ლიდერობას აპირებდეს პრეზიდენტი. ისედაც ჩვენ ქართველები ვართ, ბავშვური ბუნება გვაქვს, ვხელმძღვანელობთ იმით, რაც გვინდა და გვსიამოვნებს და არა იმით, რაც რეალობაა. პრეზიდენტიც ასეთია, ოპოზიციაც ასეთი გვყავს, რომელთაც რაც მოსწონთ და სიამოვნებთ, იმით ხელმძღვანელობენ. სხვათა შორის, ეს არჩევნების დღესაც გამოჩნდა, როცა ზეიმი დაიწყეს, არჩევნები მოვიგეთო. თურმე მოგებად თვლიდნენ იმას, რომ ჯამურად უფრო მეტი აიღეს, მაგრამ რას აძლევთ ეს უფრო მეტის აღება, ამას არ აქცევენ ყურადღებას. მერე აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემებიც არ იყო სწორი, - აცხადებს რამა საყვარელიძე და იხსენებს, რომ ასე მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის წაგების შემდეგაც, როცა ამავე პარტიულმა ჯგუფებმა ზეიმი გამოაცხადეს.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ იმ მძიმე პერიოდში მას უცხოეთიდან ჟურნალისტმა დაურეკა და ჰკითხა, გავიგეთ, რომ თქვენთან ზეიმობენ და რას ზეიმობენ, გაგვაგებინეთო. ანალიტიკოსის განმარტებით, ასეთი ბავშვური საქციელი ახასიათებს ოპოზიციას. გვარამია იძახდა, დამთავრდა ოცნება, გადადექით და მშვიდობიანად გადმოგვეცით ხელისუფლებაო.

ასეთი ინფანტილური ხასიათი აქვთ. პოლიტიკურ ბრძოლაში მსგავსი არარეალისტური რეაქციები წამგებიანია. ტყუილად კი არ უწოდა ძერჟინსკიმ პოლიტიკას საჭადრაკო დაფა, საჭადრაკო აზროვნების წესი უყვარს პოლიტიკას, თუმც ემოციებს მოიხმარს მას შემდეგ, რაც ყველაფერს დაალაგებს. ასეთი მდგომარეობის ფონზე რა უნდა ოპოზიციას, ძნელი სათქმელია და ამ ოპოზიციისგან რა უნდა ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ უფრო ძნელი სათქმელია. პრეზიდენტიც ასეთი ინფანტილური მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და ამის ნიშანია მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ქარტია, რომელიც ძალიან არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რასაც ეტყვიან თავისი პატრონები, იმას გააკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ჩემი აზრით, ეს ქალი არავითარ შემთხვევაში არ გადადგება. რომელ ოპოზიციის ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს?! ჭაჭანაჭამი ინდაურივით დაბოდიალობს აქეთ-იქით. ამითაც ჩანს, რომ უმძიმეს დღეშია გლობალური ომის პარტია, ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენელი პოლიტიკური ძალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მათ უნდათ ზურაბიშვილი ლიდერად საქართველოში. ამით უკვე დამთავრებულია მათე საქმე. ვის რად უნდა მაგის დაჭერა და მაგისთანა გმირის შექმნა?! უბრალოდ, თანამდებობიდან არ უნდა წავიდეს, როგორც პრეზიდენტი. რამენაირად უნდა ვაიძულოთ, ამ ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, ეს საუკეთესო რამ იქნება. მერე ჩავსვათ თვითმფრინავში და გავუშვათ პარიზში, რომ იქიდან ვერასდროს დაბრუნდეს, როგორც მოღალატე ღვთისა და ერის წინაშე. მაგ ქალს რომ აყოლოდნენ, დღეს საქართველო სისხლის ზღვაში იქნებოდა, -აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.  

 

ლაზი ვისაც გამონახადი ჭაჭის ნაჭამი ინდაური არ გინახავთ, ვერაფერიც ვერ გაგიათ ამ სათაურიდან. ახლა ნამდვილი ინდაურის პოვნა (ისე, იდაურებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში) არც ისე იოლი საქმეა, ამიტომ ნახეთ ფილმი, დაკარგული სამოთხე. მაინც, ეს დაკარგული სამოთხე რამ გამახსენა. ისე არც არის შორს თემიდან, ესენი სწირედ დაკარგული სამოთხის (ზოგი ერთ თვეში რომ დაკარგავს) დასაბრუნებლად მიდიან ყველაფერზე.
1 თვის უკან
მერაბ.g ჭაჭანაჭამია, თუ კლარნეტნაწოვი, ლენჩების ფონზე კი ჩანს და!
4 კვირის უკან