შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან (ვიდეო)

შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან (ვიდეო)

გენერალური შტაბის უფროსის რანგში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალ კნუდ ბარტელსს პირველად შეხვდა. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველო-ნატოს ურთიერთობის ფართო სპექტრი დეტალურად განიხილეს. გენერალ-მაიორის განცხადებით, შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საკმაოდ  წარმატებებით მიმდინარეობს. ქართულმა   საქართველოს ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნას.

„საქართველო, როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, მზად არის, ბოლომდე შეასრულოს თავისი კონტრიბუცია ISAF-ის ოპერაციაში და აქტიურად ითანამშრომლოს ISAF-ის შემდგომ დაგეგმილ კამპანიაში“ - განაცხადა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა.

გენერალ კნუდ ბარტელსთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ  საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.