"ბაიერნს" პავლოვიჩი გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნს“ ალექსანდერ პავლოვიჩი გამოაკლდა. ის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „შტუტგარტთან“ მატჩში დაშავდა.

პავლოვიჩს მოტეხილობა აღენიშნება და დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

20 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ მაისურით 9 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა.