"ინტერმა" სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო

სერია A-ს მერვე ტურში „რომამ“ „ინტერს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-60 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. არგენტინელმა რომაელთა შეცდომით კარგად ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

„ინტერმა“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ორი ქულით ჩამორჩება „ნაპოლის“, ხოლო მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.