მეხსიერების ბარათი  (1) - წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა

მეხსიერების ბარათი (1) - წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა

გახსოვთ რომელიმე ქართული ზღაპარი? შეძლებთ მოკლე შინაარსის გადმოცემას? მაგალითად, „კუდიანი დედაბერი და ოქროსთმიანი ვაჟი“, ანაც „მუხაგლეჯია, სიდედრი და სიმამრი“, „მეწისქვილის ქალიშვილი და სამი ქოსა“... ეს ზღაპრები ბავშვობაში წაგვიკითხავს, ძილისპირულში მოგვისმენია, მოუყოლიათ რომელიმე საბავშვო ტელეგადაცემაში და ტკბილად დაგვძინებია. დაუჯერებელის დამახსოვრება არ არის იოლი საქმე.

ცხოვრებაში ბევრად დაუჯერებელი ამბები ხდება. აგერ, სულ ახლახანს იყო ორი მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომები, საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები, ტროიკები, რასობრივი სეგრეგაცია, ფაშიზმი, ბოლშევიზმი, ტოტალიტარიზმი... ეს ყველაფერი სულ ახლახანს მოხდა, სულ ორიოდე თაობის წინ.

ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თავად წყვეტს, რა დაიჯეროს და რა - არა, რა დაიმახსოვროს და რა მიმალოს ტვინის რომელიმე მიყრუებულ უჯრედში, საიდანაც შემდეგ, საჭირო დროს, ისევ წამოტივტივდება და შემდეგ, მომდევნო საჭიროებამდე, ისევ დავიწყებას მიეცემა. მაგრამ, ერთია ტვინი, და მეორე - გული. ტვინი დეტალებს ინახავს, გული - განცდებს. ჩვენ არ გვახსოვს, რა ფერის ვაშლი მიირთვა მოხუცებულმა ცოლ-ქმარმა, რადგან ეს დეტალია, მაგრამ გვახსოვს, რომ ბოლოს სიკეთემ გაიმარჯვა და ესაა მთავარი.

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, დეტალების შეხსენება-გახსენება აუცილებელი რამ არის. ამის გარეშე, ნამდვილი ამბავი, გავა დრო, და იქნებ ზღაპრად ჩათვალო და იქნებ ცუდ სიზმრად, და მერე ბალიშს დააბრალო.

დეტალები გვახსენებენ, რომ ის, რაც მოხდა, ნამდვილად მოხდა და ის, რაც ხდებოდა, ნამდვილად ხდებოდა. გამოცდილება კი რა არის, თუ არა მეხსიერება? თუ გვახსოვს - ვითვალისწინებთ, შეცდომებზე ვსწავლობთ. მცირე, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელმა, პატარა დანაშაულმა, რომელზეც თვალს დავხუჭავთ, თუ შეცდომამ, რომელსაც არ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, უდიდესი ბოროტება შვას. მაგალითები? მსოფლიო ისტორიას ბევრი ასეთი მაგალითი ახსოვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვათ აგერ, ახლახანს, ლამის გუშინ რომ იყო.

პარლამენტის დაცვის თანამშრომელმა პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოთხოვა პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს, რაც ამ უკანასკნელმა იუკადრისა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - გალახა. ისტორიამ არ შემოგვინახა დაცვის თანამშრომლის სახელი და გვარი. მაშინ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა. კირკიტაძე იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გმირობად შეაფასა და თევდორე მღვდლის, დემეტრე თავდადებულის, სამასი არაგველის, მერაბ კოსტავას და სხვათა და სხვათა ქვეყანაში მოძალადე გამოაცხადეს გმირად, რასაც მხოლოდ ირონიული კომენტარები მოყვა და შემდეგ ყველას მიავიწყდა.

შედეგი: სამიოდე წლის შემდეგ ბრძოლის ველზე რამდენიმე დღის განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული ომში დაღუპული გმირების ათეულობით ცხედარი, კრებსითი კირკიტაძეები კი ამ დროს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ომში დამარცხებას და ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაციას ზეიმობდნენ. შემდეგ, ბრძოლის ველიდან გაქცეულმაგმირებმაციხეები აავსეს ბრძოლებში გადარჩენილებით. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში გმირთა მოედანზე გმირები დაარბიეს.

დაუჯერებელია და იოლად ვივიწყებთ. დაუჯერებელია, რომ 21- საუკუნეში, ზედ ევროპის ალაყაფთან, ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ჩვენ გვავიწყდება, ხოლო ალაყაფს იქით ბევრი დღემდე ვერ იჯერებს, რომ სააკაშვილის საქართველოში არ დარჩა ოჯახი, რომელსაც არ ყავდა თუნდაც ერთი პატიმარი ან ერთი პრობაციონერი, რეპრესირებული, იმედდაკარგული და ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილი...

ვერ იჯერებს იმას, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, საკუთარი ყურით მოვისმინეთ, საკუთარ თავზე გადავიტანეთ და განვიცადეთ. ვერც ვერასოდეს დაიჯერებს, თუ ჩვენ თვითონ აღარ გვემახსოვრება, და თუ არ გვემახსოვრება და არ გავითვალისწინებთ, მაშინ ევროპის ალაყაფს იქით კი არა, ევროპის ალაყაფს აქეთაც არაფერი გვესაქმება.

ახლა კი, ის, რაც ხდებოდა, რაც ნამდვილად ხდებოდა - უამრავი ადამიანის ტრაგედია, უსამართლობა, ძალადობა, დაცინვა, შეურაცხყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის წართმევა, პატივისა და ღირსების აყრა...

დეტალებს გაგახსენებთ, უცნობ ისტორიებს მოგიყვებით... მხოლოდ ნაწილს, რადგან ათასობით საქმეს გავეცანი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე, ბევრი რამ ჩემ თვალწინ და ჩემ გარშემო მოხდა, მეც გადამხდა. მოგიყვებით და გაგახსენებთ მხოლოდ ნაწილს, ყველაფერის თქმა, დაწერა თუ მოყოლა შეუძლებელია. გავიხსენოთ ნაწილი და განვიცადოთ მთლიანობაში. გასაგები მიზეზების გამო, ზოგჯერ არ იქნება გვარები და სახელები, იქნება მხოლოდ ინიციალები, თუმცა ამ ინიციალებს იქით მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და საზოგადოება დგას.

ამბები არის ათიათასობით, დასკვნა - ერთი: „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.

წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა

დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“ - სულ ათ სიტყვაშია ჩატეული გულის ტკივილი, დარდი და ცრემლი ერთი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცისა, იქნებ, არც ისე ჩვეულებრივის, არცთუ ახალგაზრდის, იქნებ, მთელი თაობის ან რამდენიმე თაობის, ხალხის საზოგადოების, ქვეყნის და სახელმწიფოსი.

ეს სიტყვები - დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“ - შეგვიძლია ყველამ ერთად და ერთხმად ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შეგვიძლია ჩუმად ჩავილაპარაკოთ და გავიფიქროთ, მაგრამ მაინც ერთხმად ნათქვამი და ერთად ნაფიქრი გამოგვივა. შეგვიძლია, სათითაოდ მოვუსმინოთ ერთმანეთს და სანამ შენი ჯერი მოვა, სხვების მონაყოლიდან ამოკრეფილი ცალკეული დეტალები უკვე შეადგენს შენ ამბავს, თავგადასავალს. იქნებ, პირადად შენ არც არაფერი გადაგხდენია მსგავსი, მაგრამ შენ გარშემო გადახდა ყველას. მაგრამ ისე ხომ არასოდეს ხდება, რომ ყველასთვის გვალვა იყოს და შენთვის წვიმდეს?

ეს დეტალებია: გლდანის დაწესებულება ან რუსთავის დაწესებულება; იარაღის ჩადება ან ნარკოტიკის ჩაგდება; ნეკნების ჩამტვრევა, ან ელექტროშოკი; ზეწოლა ოჯახზე ან ზეწოლა მეგობრებზე; სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება ან სხვის სასარგებლოდ საკუთარი ქონების დათმობა... არჩევანი დიდია. ამოკრიფე სხვების მონაყოლიდან, დაალაგე და ხელთ საკუთარი თავგადასავალი შეგრჩება ასეთი ეპილოგით: “დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“.

იმ ახალგაზრდა კაცსგიორგი - მოვუსმინოთ: „გლდანის მერვე დაწესებულებაში გატარებული 24 დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ღამის პერიოდში რამდენიმეჯერ შემოდიოდაპროკურორი, საკნიდან გავყავდი და მაძალებდა ჩემ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობას. თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურორმა მითხრა, რომ მამაჩემსაც დააკავებდა, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, თანაც მუქარა რეალური იყო, ვეღარ გავუძელი ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და დავთანხმდი ბრალის აღიარებას და ქონების დათმობას მამის სიცოცხლის ფასად. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ მე საკუთარი მამის გადარჩენა ამ ფასადაც ვერ მოვახერხე. ჩვენს ოჯახზე განხორციელებული რეპრესიების და უკანონობის, ასევე ჩემი დაკავების გამო მიღებული დიდი ნერვიულობის ფონზე მისმა ისედაც შერყეულმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ორ თვეში გარდაიცვალა. დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს“.

ჯოჯოხეთზე, პირველ რიგში, კუპრით სავსე, ცეცხლზე შემოდგმული ქვაბი წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ: კუპრი თუხთუხებს, სამკაპით აღჭურვილი ეშმაკი ქვაბის პერიმეტრს აკონტროლებს, ვინმემ თავი რომ არ ამოყოს, იხარშოს, სანამ ყველანი კუპრის მოთუხთუხე მასად არ გადაიქცევიან.

როგორ კონტროლდებოდა პერიმეტრი? ამ პროცესის უამრავი მოწმე და მონაწილე არსებობს. ადამიანები იხსენებენ, ადამიანები ყვებიან:

დიმიტრი „...ჩემი დაკავების შემდეგ პროკურატურამ ზეწოლა დაიწყო ჩემს ოჯახზე. ეს პიროვნება იყო თბილისის პროკურორის მოადგილე. მან არ გაიკარა ადვოკატი, პირადად ჩემ მეუღლეს ეკონტაქტებოდა, მასზე ახდენდა ზეწოლას. მოითხოვა 100 კომპიუტერის შეძენა ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ. ოჯახმა გაარკვია, რომ 100 კომპიუტერის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 60 ათას ლარს და დათანხმდა. მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ. კონკრეტულად მიუთითეს ორი კომპიუტერული ფირმა, სადაც უნდა შეეძინათ ისეთი მოდელის კომპიუტერები, რომელიც საქართველოში არ არსებობდა, და მისი ჩამოტანა მოითხოვეს აშშ-დან. საერთო ღირებულებამ შეადგინა 180 ათასი ლარი. ეს კომპიუტერები განაწილდა ორ უწყებაზე: 90 ათასი ლარის - შინაგან საქმეთა სამინისტროზე, 90 ათასი ლარის - ეკონომიკის სამინისტროზე. ჩემ ოჯახს არ ქონდა ეკონომიკური შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულის გამო, დააგირავეს ჩემი მშობლების კუთვნილი ბინა. პროცენტისა და ძირითადი თანხის გადაუხდელობის გამო ჩემი ბინა დავკარგე, მშობლების ბინაზე კი, მალე აუქციონი გაიმართება. ცხრა ადამიანი ქუჩაში ვრჩებით“.

ჯაბა: „თითქმის ერთი წელი .. კარანტინში გამატარებინეს სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ. სულში გვაფურთხებდნენ. უმოწყალოდ, არაადამიანურად, ხან აბანოში, ხან საკანში, ხან კარანტინში დღეში სამჯერ-ოთხჯერ არაადამიანურად მცემდნენ, კი არ მცემდნენ, ცემაში მკლავდნენ. ეგრეთ წოდებული სანტექნიკის გაყვანილობის პლასტმასის ტრუბა-დუბინკით უმოწყალოდ მცემდნენ. რომ გავითიშებოდი, მომასულიერებდნენ და ისევ ახლიდან იწყებდნენ. მთელი ძალით მცემდნენ, ყველგან, განსაკუთრებით თავში, თან იცინოდნენ და ერთობოდნენ, იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო...“

გიორგი : „პოლიციაში საცვლების ამარა მიყვანისას დაიწყო ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, წყლით სავსე ბოთლით თავის არეში და მუცელში ცემა, .. „ქათმებისსაკანში ჩასმის მუქარა, დედის დაპატიმრება თანამონაწილის სტატუსით, გინება და .. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გატეხილი მქონია ხერხემლის ოთხი მალა... ამჟამად გასულია ორი წელი. ვარ დაინვალიდებული და გადაადგილებაში შეზღუდული. ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები“.

ცხრა ადამიანი ქუჩაში ვრჩებით. ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები. იცინოდნენ და ერთობოდნენ, იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო... „აი, ჩვენი დარდი“ - ამას წლების განმავლობაში ღიმილით ამბობდნენ რიგითი პოლიციელები, პოლიციის უფროსები, რიგითი გამომძიებლები, პროკურორები, პროკურატურის ხელმძღვანელები, მინისტრები, პარლამენტარები, მოსამართლეები და პრეზიდენტი.

ჩემი მეგობარი საკუთარი ნივთების მოპარვის გამო გაასამართლეს. მოსამართლე და პროკურორი ხმამაღლა იცინოდნენ. ნიკუშა დაბნეული იღიმებოდა

ჩემი მეგობარი - მორწმუნე, ქველმოქმედი კაცი, მრავალშვილიანი მამა, 10-ლარიანი, ჩინური, ტელევიზორის პულტის მოპარვისთვის აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე. ის პულტი ბაზრობაზე ჯიბეში ჩაუდეს და ქურდობაზე დაიჭირეს. ჩემი მეგობარი დუმდა და გულში ღმერთს მადლობას წირავდა, რომ არ ჩაუდეს ნარკოტიკი, არ ჩაუდეს იარაღი...

ერთსაც და მეორესაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს - 2000 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფოს ჭირდებოდა ფული, სახელმწიფოს არ ჭირდებოდა ადამიანი. მაშინ ადამიანებს უთხრეს, რომ მათ ჩარეცხავდნენ, რომ ყველას დაიჭერდნენ, რომ სულს ამოხდიდნენ, ვის - ციხეში, ვის - სიღარიბეში და ვის - სასოწარკვეთილ უიმედობაში.

გაივლის დრო და ასეთი ორ-ორი, სამ-სამი და ბევრ-ბევრი ათასი ევროებში გადაყვანილი ლარებით სააკაშვილი მილანში შეირბენს საათის შესაძენად, გერმანელ მასაჟისტს ჩამოიყვანს და ცხიმიან ზურგს დააკბენინებს, მერიის მაღალჩინოსნები იქირავებენ თვითმფრინავს, ჩასხავენ ცოლებს და საყვარლებს და ტოკიოს მიაშურებენ შოპინგზე. მათ შორის ყველაზე იდიოტი მილიონერი გახდება, ყველაზე ნაძირალა - მილიარდერი და ბოლოს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტს, მათივე სიტყვებით - ქვების გროვას, მტერს დაუთმობენ, რადგანქვების გროვაში ფული არ იშოვება, ფული იშოვნება ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში“.

და აქ, რა თქმა უნდა, ყველას გვახსენდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაციონალის (მათ არ აქვთ სახელები და გვარები, ისინი ნაციონალები არიან) მიერ, ხელისუფლებაში მოსვლიდან ორიოდე კვირაში ნათქვამი სიტყვები: „ესვლასტირა მაგარი რამე ყოფილა“.

ყოფილი პატიმრისზვიად - წერილიდან: „ვინც ყოველ დღე მცემდა, „კარპოვიჩსეძახდნენ. იმ პიროვნებას ადამიანის არაფერი გააჩნდა, თუ არ ჩავთვლით ფიზიონომიას. ამის შემდეგ გადამიყვანეს ქუთაისის საპყრობილეში, აი, იქიდან კი დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთური წამება. იქ მიყვანისას საერთოდ გამაშიშვლეს და ასე შემაგდეს საკარანტინო საკანში, მერე შემოვიდნენ და დაუნდობლად მცემეს. ასე გრძელდებოდა ათ დღემდის, თუ არ ვცდები. შემდეგ გადამიყვანეს გლდანის ციხეში. გლდანში თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. შუა ღამით გამიყვანეს კარანტინიდან და ერთი საათი მცემდნენ მკერდის არეში. ნეკნი გამებზარა, მომტეხეს კბილი. როდესაც კარანტინი დაიშალა, ვერ დავდიოდი, თრევით გამიყვანეს, უღმერთოდ მცემეს. გონებაზე არ ვიყავი. როცა გონს მოვედი, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში ვეგდე, ბეტონის იატაკზე...წამება გრძელდებოდა შვიდი თვე, სასამართლოს ბოლო პროცესამდის. მე ვეღარ გავუძელი წამებას და ვაღიარე, გარდა ამისა, პროკურორმა მითხრა, თუ არ აღიარებ, 30 წლით დაგაპატიმრებო. მოგეხსენებათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ნაციონალები, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდნენ ხელისუფლებაში“.

ჩვენც, ყველანი, მთელი ქართული, და არა მხოლოდ ქართული, საზოგადოება, იქ მოვედით გონს, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში, ბეტონის იატაკზე და ვერ წარმოვიდგენდით თუნაციონალურ მოძრაობადწოდებული ბანდა, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ამ ოც წელიწადში ცხოვრებიდან უნდა წასულიყო ერთი თაობა, უნდა ჩარეცხილიყო მეორე თაობა, ხოლო მესამე თაობას, ვინც ნაციონალების ზეობის დასაწყისში ის-ის იყო იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ შთაბეჭდილებებით დამძიმებულს უნდა გაეტარებინა, საგულდაგულოდ დანომრილი დაწესებულების საგულდაგულოდ დანომრილ საკანიდან რომ გამოყვა.

უკვე როდესაც იყვნენ დაღლილები ჩემი წამებით, ხოლო მე, სიკვდილის პირას მყოფი, ხელით შემიტანეს საკანში. ხოლო როდესაც გადამიყვანეს ქუთაისის ციხეში, იქ უკვე სისტემატიურად ქონდა ადგილი, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ წამებას. ყოველ დღე ჩემთან შემოდიოდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მაფრთხილებდა, რომ მე ცოცხალი ვერ გავიდოდი ციხიდან და ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემი ხელით დავასრულებდი სიცოცხლეს. ასე გავატარე სამი წელიწადი...“ - ესეც ყოფილი პატიმრისსულხან - წერილიდან.

აი, კიდევ ერთი ეპიზოდი, ამჯერად ზვიად - ტკბილი, ნაციონალურიმოგონებები: „ყველასთვის ცნობილია, რომ .. კრიტში იყო ცხოვრებისათვის შეუსაბამო და ყოვლად არაადამიანური პირობები, რაც გამოიხატებოდა როგორც შენობის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ვადის გასვლის (გაუმართავი წყალ-კანალიზაცია, ნესტი, ბაღლინჯოები და ..) ასევე ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედება-წამებაში - ცემა, შუაღამით, თითქოს შემოწმების მიზნით ზამთრის პერიოდში, ყინვის დროს წელს ზემოთ გახდილი 3-4 საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ გაუნძრევლად დგომა, მათთვის საჭიროების შემთხვევაში საერთოდ უცნობ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღება, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ და რასაც შემდგომ მოყვებოდა მრავალფეროვანი, უამრავი სასჯელი, რის შესახებაც საზოგადოებამ კარგად იცის, ასევე მრავალი სხვა, რაც დამოკიდებული იყო შესაბამის დროს შესაბამისი ციხის უფროსის იმპროვიზაციის უნარზე“.

რაც შეეხება იმპროვიზაციის უნარს...

ყოფილი პატიმრისილგარ - ნაამბობიდან: „.. კარანტინში 23 დღე მაწამებდნენ, დღეში ორჯერ შემოდიოდნენ და მცემდნენ იმ მომენტამდე, სანამ უგონო მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი. შემდეგ, ვიღაც თავიანთი გამომძიებელი მოვიდა, ამიყვანეს ზემოთ და ვითომ კოიკიდან გადმოვვარდი და იმიტომ მივიღე დაზიანებები, მითხრეს, რომ ხელს თუ არ მოვაწერდი ცრუ ოქმს, სიცოცხლეს მომისპობდნენ. შემდეგ, .. აბსლუგიდან მოიყვანეს ვიღაც პატიმარი, რომელმაც ჩემ მაგივრად, ჩემი სახელით დაწერა, რომ მე ვითომდა დაზიანებები კოიკიდან გადმოვარდნის შედეგად მქონდა მიღებული. ეს ყველაფერი აისახა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნახევარი სიცოცხლე წამართვეს, ცხვირი გამიტეხეს, ხერხემალი დამიზიანეს, ნეკნები ჩამიმტვრიეს, ტვინი შემირყიეს და გულის ტკივილები დამმართეს, პროკურატურიდან კი არანაირი რეაგირება არ მოყოლია“.

რა რეაგირება უნდა მოყოლოდა? პროკრატურა საკუთარ შვილს ხომ არ მოჭრიდა კუდს? საკუთარ ძმას ხომ არ მოჭრიდა თავს? საკუთარი ფეხით ხომ არ წავიდოდა ციხეში მაშინ, როდესაც მომავალი ბედნიერი 20 წელი უკვე დეტალებში ქონდათ დაგეგმილი: პროკურატურიდან პარლამენტში, პარლამენტიდან მთავრობაში, ხოლო მთავრობიდან სეიშელის, ბერმუდის და კანარის კუნძულებზე. და, რა თქმა უნდა, ამას არ იკმარებდნენ.

არ მაკმარეს უკანონო პატიმრობა, გლდანის #8 საპყრობილეში, .. კონცლაგერში გავხდი მუდმივი ძალადობის და სასტიკი წამების მსხვერპლი. დანგრეული სახე, ცხვირ-პირი, მოტეხილი მკლავი, დაზიანებული ხერხემალი, კიდურები, მიჭირს გადაადგილება. არ არსებობს დაავადება, რაც მე არ ამკიდეს, ინფექციური დაავადებები. 40-გრადუსიანი სიცხით გათანგული ვყავდი კარანტინზე წყალში, რომ მალე მოვმკვდარიყავი, მენატრებოდა კამერაში აყვანა, არ მქონდა უფლება, მომეთხოვა ექიმი. ასეთი ცემის და მძიმე წამების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისის დადგენილებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ გამათავისუფლა პატიმრობიდან, გამოჯანმრთელებამდე ყოველწლიური ექსპერტიზის ჩატარებით. გამხადეს მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვარ 31 წლის. ჩემი მდგომარეობის გამო, სახლი და ყველაფერი გავყიდეთ, გავხდი ღატაკი და სოციალურად დაუცველი. ვერ ვყიდულობ წამლებს, ვერ ვიღებ საკვებს ნორმალურად“ - ამბობს კიდევ ერთი ყოფილი პატიმარითენგიზ .

გამხადეს მეორე ჯგუფის ინვალიდი. ვარ 31 წლის...“ - აი, რას გულისხმობდნენ, როდესაც ამბობდნენჩავრეცხავთ, „ყველანი ციხეში“, „სულს ამოვხდით“...

აი, კიდევ ერთიტკბილი მოგონება“: „2011 წლის აგვისტოში დამიდგინეს ტუბერკულოზი და გადამიყვანეს ქსნის #18 დაწესებულებაში. იქ ერთი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი არაადამიანურ პირობებში, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, გინებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამასთან ერთად, წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა იმ შემთხვევისთვის, თუ მე არ შევასრულებდი მათ პირობებს. მათ დადგენილ წესებში ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ არაფერზე ხმა არ უნდა ამომეღო, თუ როგორ ანადგურებდნენ ფიზიკურად და მორალურად პატიმრებს, შეგნებულად აქრონიკებდნენ ბიჭებს. ქრონიკები და ჩვეულებრივი ტუბერკულოზიანები ერთად იმყოფებოდნენ კამერაში“ (ზაზა .)

დღეს უკვე დადგენილია, რომ პატიმრების დასნებოვნება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა იყო - ციხე, როგორც უმოკლესი გზა სასაფლაომდე. დირექტივა იყოსული ამოხადეთ“. რაც შეეხება მეთოდებს, ეს უკვე მართლაც ციხის ადმინისტრაციის ფანტაზიაზე, იმპროვიზაციის უნარზე იყო დამოკიდებული. 2009 წლის აპრილში იმპროვიზაცია იყო თურქეთის კურორტ ბოდრუმში გასართობად ჩასული სააკაშვილის სიტყვები - „მე აქ სასათბურე მეურნეობების დასათვალიერებლად ჩამოვედიდა ასევე, იმპროვიზაცია იყო ისიც,2011 წლის აგვისტოში პატიმარს მისივე გარდაცვალების დასკვნა რომ წააკითხეს.

ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავსხდეთ და ვიმკითხავოთ: სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, რას ასწავლიდნენ და რას სწავლობდნენ, რას კითხულობდნენ და რას იგებდნენ, რას უსმენდნენ და რა ესმოდათ, რას უცქერდნენ და რას ხედავდნენ, რა დასკვნები გამოქონდათ, რას ფიქრობდნენ, რა სურდათ და როგორ მოხდა, რომ ადამიანს საკუთარი გარდაცვალების დასკვნა წააკითხეს!

ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხიც ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ის ბიჭი... აი, ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ფარავს ბანკიდან აღებულ ვალს... იმ ახალგაზრდას სხვა შეკითხვებიც გააჩნია: „ახლა კი, რამოდენიმე სიტყვით მინდა ჩემსა და მამაჩემის ბრალად შერაცხულ ქმედებაზე მოგახსენოთ - ეს არის თაღლითობა, ხოლო 180- მუხლი კი დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, თაღლითობის ძირითადი მახასიათებელი არის ტყუილი. მე მაინტერესებს, ვინ მოვატყუეთ მე და მამამ, თუკი ასეთი მოტყუებული არსებობს. ვინ დაზარალდა? ვისი უფლებები შეიბღალა? რაც შეეხება დოკუმენტების გაყალბებას, მაინტერესებს, რომელი დოკუმენტი გაყალბდა, ვისი ხელმოწერები გავაყალბეთ ან საერთოდ, რა დანაშაული ჩავიდინეთ?“

რა მაგარი ყოფილა ვლასტი

2003 წლამდე ვანო მერაბიშვილს ერთადერთი ნატვრა ქონდა - ახალციხეში სავაჭრო ცენტრის გახსნა. ალბათ, გივი თარგამაძე საკუთარ რესტორანზე ოცნებობდა, სადაც მთვრალ გივის ვერავინ დაუშლიდა მიმტანი გოგონებისთვის უკანალზე ბრწკენას, დაცვასთან ჩხუბს, მინების მსხვრევას... თუმცა, მინების მსხვრევა ასეთებს მაშინ სიამოვნებთ, როცა სხვაგან არიან და მინაც სხვისია.

2003 წლის ბოლოს, როდესაც ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ერთმა, ინფორმირებულობიდან და, კარგი რეპუტაციიდან გამომდინარე, სარწმუნო წყარომ მითხრა, რომ თავიდან ეს თანამდებობა გივი თარგამაძეს მოუთხოვია და როდესაც მერაბიშვილს უკითხავს, რატომ მაინცდამაინც ეგო, გივის ძალიან პოპულარული ენით აუხსნია, რომ უშიშროების საბჭოს მდივნობა გულისხმობს კარგ კაბინეტს, კარგ პერსონალურ ავტომობილს, მაღალ ხელფასს და მუდმივ მოგზაურობას სამიტებზე და კონფერენციებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეგზოტიკურ ქვეყნებში იმართება, ესპაესტკებიკი მივლინებად გეთვლება. მოკლედ, საქმე არაფერი გაქვს, სულ გულაობ და ფული მოდისო - უთქვამს გივის.

როგორც ჩანს, მიღებულმა ახსნა-განმარტებამ ვანო მერაბიშვილი სრულად დააკმაყოფილა და... უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელში თავად მოკალათდა.

სხვათა შორის, ელიტარულ კორუფციასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. 2004 წლის დასაწყისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, ფულით სავსე ჩანთით დააკავესნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი წევრი (ამ ამბების შემდეგ მალევე გარდაიცვალა), რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ ჩანთაბატონ ვანოსთანმიქონდა, მაგრამ რა გვარი იყობატონი ვანოდა რომელი კაბინეტიდან იწყებდა სავაჭრო ცენტრების გაკონტროლებას, ასეთი უმნიშვნელო დეტალებით გამოძიება არ დაინტერესებულა და ნურც ჩვენ დავინტერესდებით, რამეთუ ისედაც ცნობილია, რომ იმ დროს სახელმწიფო კანცელარიაში იქნებ ბევრი ვანოც კი იყო, ოღონდბატონი ვანოიყო მხოლოდ ერთი. რაც შეეხება მომდევნო წლებს, ისევე როგორც ერთია ილია, ერთია აკაკი, ვაჟა, შოთა და გალაკტიონი, ვანოც ერთი იყო - ვანო მერაბიშვილი. უბრალოდ ვანო და, რა თქმა უნდა, უბრალოდ მიშა, უბრალოდ გიგა, უბრალოდ გივი და ამ უბრალოებამ ბოლოსუბრალოდ ალისტრახომდემიგვიყვანა. ალისტრახოზე - შემდეგ.

ეს - რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვის დაავალა მიხეილ სააკაშვილმაყველანი ციხეშიდა ვინ გვპირდებოდა, სულს ამოგხდითო. სასაცილო იქნებოდა, რომ არა რობაქიძე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, თეთრაძე, კრიალაშვილი, შავაძე, აფრასიძეები... რეპრესირებულები, ვეტერანები, დევნილები და სხვანი და სხვანი, რომლებსაც აუსრულეს და რომლებსაც შეუსრულეს ის, რასაც დაპირდნენ - „ყველანი ციხეში, სულს ამოგხდით“.

მეგობარმა მომიყვა, ასევე სანდომ და ინფორმირებულმა: „მოქალაქეთა ახალგაზრდულმა კავშირმა, რომელიღაც თარიღის აღსანიშნავად .. ივენთი მოაწყო, ჩვენებურადსმაჭამა და ღლაბუცი. სანამ ფხიზლები იყვნენ, ვიქტორინა ჩაატარეს. ყველას დაურიგდა კითხვარი, რომელზეც პასუხები უნდა გაეცათ და ყველაზე ერუდირებულს გამოავლენდნენ. იოლი კითხვები იყო. მაგალითადთამარ მეფე ქალი იყო თუ კაცი? გიორგი სააკაძე ცხენით გადაადგილდებოდა თუ ველოსიპედით? კონსტანტინე არსაკიძეს მკლავი მოჭრეს თუ სკალპი ააძრეს?

ახლა, მეც ვხუმრობ, მაგრამ მართლა იოლი კითხვები იყო. დასხდნენ, შეავსეს, ჩააბარეს და როდესაც გამარჯვებულის გამოვლენის ამაღელვებელი მომენტი დადგა, საღამოს წამყვანმა სცენაზე კობა ბექაური იხმო. ყველას გაუკვირდა, პირველ რიგშიბექაურს, მაგრამ ჩათვალეს, რომ რამე სპეციალურ პრიზზე იქნებოდა საუბარი, მაყურებელთა სიმპათიის ან რაღაც ეგეთი. ავიდა ბექაური, წამყვანმა მხარზე მოხვია ხელი და მიკროფონში გამოაცხადა: „ბატონებო, სანამ გამარჯვებულის ვინაობას გეტყოდეთ, მინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელმაც სწორი პასუხი ვერც ერთ კითხვას ვერ გასცა“.

იქ ამბავი ამტყდარა... გაივლის წლები და ბექაური მოგვევლინება დეპუტატად, ერთერთ გავლენიან პოლიტიკოსად, ბიზნესმენად და რეზერვისტად. ხოლო დღეს, კითხვაზე - ერთი ტონა ბამბა უფრო მძიმეა თუ ერთი ტონა რკინაალბათ, ნიშნისმოგებით გაიცინებს: „რა თქმა უნდა, ერთი ტონა რკინა“.

დასანანია, რომ დღეს კობა ბექაური აღარავის ახსოვს. და განა მხოლოდ კობა ბექაური - ბესო ჯუღელი, მაია ნადირაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ბიძინა ბრეგაძე, რატი სამყურაშვილი, ზაზა ბეგაშვილი... აღარავის ახსოვს, რომ: გია ბარამიძე შევარდნაძის დროს ანტიკორუფციულ კომისიას ხელმძღვანელობდა; ხათუნა გოგორიშვილი შევარდნაძის პარლამენტის აპარატის უფროსი იყო; მიხეილ მაჭავარიანი იყო შემოსავლების მინისტრი და მის სახელს უკავშირდება აქციზური მარკების შემოტანის, ჩემი აზრით, სამართალდამცველებისთვის საინტერესო ისტორია; თავად სააკაშვილი იყო მოქალაქეთა კავშირის უმრავლესობის ლიდერი, იუსტიციის მინისტრი და იმ დროს, იმ სამინისტროში არსებული კორუფციული ფაქტებით დაინტერესებას შეეწირა სრულიად ახალგაზრდა კაცი, სულხან მოლაშვილი.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რას ფიქრობდნენ ისეთს, რომ შემდეგ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ვიმკით იმას, რასაც ვიმკით. რას ფიქრობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ? საერთოდ, არ ვარ განზოგადების მომხრე, ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ხანდახან ერთის მაგალითზე შეიძლება დასკვნების გამოტანა, ერთი გაცნობს დანარჩენებს და ახლა ასეთიერთისერთ ამბავს გიამბობთ, უფრო სწორად, ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ზვიად დოლიძემ მომიყვა და სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ:

გაგანია 90-იანებია. ტყვიები დაფრინავენ სოფელ-ქალაქებში და ავტომატიანი ჯეელები გულაობენ საქართველოში - ზოგი თვითონაც ბიზნესმენობს, ზოგიც - მხოლოდგოიმებსკრიშავს.ერთი ასეთი გოიმი (აქ ბრჭყალები არ არის საჭირო), ქართველი ებრაელი იყო, რომელიც მანამდესაქართველოს ახალგაზრდა სიონისტთა (!!!) ასოციაციისდამფუძნებელი (თუმცა, ახლა არსად არ ახსენებს ამას), მერე კი - სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბრძანდებოდა.

თბილისის აეროპორტში ასეთი სიტუაციაა: თვითმფრინავები ავტობუსებივით დადიან, პირდაპირ ტრაპზე ხვდება ხალხი, რა კონტროლი, რის განბაჟება... ჩამოიტანს ვინმე 10 ათასი დოლარის ტვირთს, იქვე თავისი მანქანადაშინაურიმებაჟე დახვდება, გააფორმებენ ათას ხუთასისას, მებაჟე თავის ასდოლარიანს მიიღებს და ყველა კმაყოფილია.

ძმაკაცი მირეკავს, მებაჟეთა ცვლის უფროსად მუშაობს აეროპორტში, სამ დღეში ერთხელ და ჩვენი სამეგობროს მთავარი სპონსორია:

- ბიჭო, ამას (იმ გოიმის გვარ-სახელს ამბობს. ..) ხომ იცნობ?

- კი, ვიცნობ, ერთად ვსწავლობდით.

- ჰოდა, თუ ეგრეა, იქნებ შენ იცოდე: ვინც ჩამოდის, ყველა იმაში იხდის ფულს, რომ შემოტანილზე ნაკლები საქონელი გავუფორმოთ. ამას კიდე, 50 კილო ძროხის ხორცი ჩამოაქვს ყოველ კვირა ისრაელიდან და პირიქით - მეტს გვაფორმებინებს, 500 კილოს გვაწერინებს. ფულს კი იხდის, მაგრამ რავი, შარში არ გაგვხვიოს...

- კაცო, დაიკიდე, გამოართვი, რასაც იხდის, წამოიღე, რაც საჭიროა და მოდი რა დროზე!..

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა: თბილისში ხორცი ღირდა სამი ლარი (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დავუშვათ), მორწმუნე ებრაელების ქაშერულ მაღაზიაში, სპეციალური რელიგიური წესით დაკლული და დამუშავებული – 5 ლარი, ხოლო ასეთივე, ოღონდ ისრაელიდან ჩამოტანილიიქაური ხახამის მიერ დაკლული – 15 ლარი!!!

ფოკუსიმარტივია: ჩამოჰქონდა 50 კილო, დანარჩენ 450 კილოს ყიდულობდა დილის ოთხ საათზე დეზერტირების ბაზარში 2 ლარად (ისიც ენანებოდა, რომ გამოეძინა და მერე მაღაზიაში ეყიდა 3 ლარად), მიდიოდა ქაშერის მაღაზიაში საბაჟოს ცნობით, რომ 500 კილო ჩამოიტანა ისრაელიდან, და მთლიანად აბარებდა კილოს 13 ლარად!!!

ჯანდაბას, 2 ლარად ნაყიდის 13-ად გაყიდვა შეერგოს, მაგრამ საკუთარ თვისტომს, სისხლსა და ხორცს, მორწმუნე ადამიანებს ასე თახსირულად რომ ატყუებ, მე რაღას მიზამ?!

ჰოდა, ის გვიქნა, რაც მოსალოდნელი იყო ასეთი კაცისგან. თვითონ არის ტკბილად ახლა, დალაგებულ ქვეყანაში...

P.S. გაუგეს და სასტიკი სასჯელი ელოდა თურმე - მოკვლასაც უპირებდნენო! სიმამრს უჩალიჩიაოთუზბირად გამოისყიდა მისი უსაფრთხოებაო... მერე ასმაგად ამოიღო, მიშას დროს...“

(გაგრძელება იქნება)

 

 

კობა ჭუმბურიძე დროა გასამართლდეს ეგ ძალა. სანამ ნაცბანდა ბოგინებს, ნორმალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდება.
1 საათის უკან