თამარ ჩერგოლეიშვილი: ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ორი წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ "სააკაშვილს ვკლავთ"

წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება. ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ "სააკაშვილს ვკლავთ",  -  ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, არც ერთ ოპოზიციონერ ჟურნალისტს "ნაციონალური მოძრაობისა" და ნიკა გვარამიასთვის არ დაუსვამს კითხვა, რატომ ატყუებდნენ ორი წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას, რატომ შეურაცხყოფდნენ და აბრალებდნენ "მანიპულატორი ნარცისის" - სააკაშვილის გამო.

"2 წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება.

ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ "სააკაშვილს ვკლავთ".

ახლა ეგ "მომაკვდავი" საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს -  "ხალხი გადაწყვეტს"  - "მე ვიქნები" - ევფემიზმია.

დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება - ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს.

თუ თვითონ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება.

არცერთ ოპო ტელეჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს ნაცმოძრაობისთვის და გვარამიასთვის, რატომ აწყობდნენ ამ სამარცხვინო ცირკს და რატომ ატყუებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ადანაშაულებდნენ ქართულ საზოგადოებას ამ მანიპულატორი ნარცისის გამო.

და აი ამ დუმილის ფონზე, ეს ანტიჟურნალისტები,  იაგოსთან და გახარიასთან უნიჭო ძიძგილაობას ასაღებენ ჟურნალისტიკად და ბაბლში საღდება ეს ალიექსპრესის ტავარი.

თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია." - წერს ჩერგოლეიშვილი.