„თუ არჩევნების გაყალბების განცდა არ იქნება მოსახლეობაში (და არა დასავლეთში), ვერანაირი გარე ძალა რევოლუციას ვერ მოაწყობს“

„თუ არჩევნების გაყალბების განცდა არ იქნება მოსახლეობაში (და არა დასავლეთში), ვერანაირი გარე ძალა რევოლუციას ვერ მოაწყობს“

ტელეკომპანიაიმედისდაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრისგორბისმიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგქართული ოცნებახმათა 59.5%- მიიღებდა, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, ხოლოკოალიცია ცვლილებისთვის“ - 10.3%.

ამა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

თქვენი აზრით, რეალურად რომელი პარტიები ხვდებიან პარლამენტში?

- ვფიქრობ, რომ 5 პარტია გადალახავს ბარიერს, ესენი არიან: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ახალი, გახარია და ლელო. ისინი არა მხოლოდ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, არამედ ორნიშნა ციფრის პროცენტზე გავა ყველა მათგანი. დანარჩენ პარტიებს, როგორიც არიან პატრიოტთა ალიანსი, გირჩი და ლეიბორისტები, შანსი აქვთ გადალახონ 1%-იანი ბარიერი და მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება შემდეგი არჩევნებისთვის. ხოლო, დანარჩენ პარტიებს, 1%-იანი ბარიერის დაძლევის შანსიც არ აქვთ.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, როგორ ფიქრბთ, იღებს თუ ვერა ის საკონსტიტუციო უმრავლესობას?

- არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას, უბრალო უმრავლესობასაც ვერ აიღებს ის. როდესაც ქართულ ოცნებას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა და მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, არც ერთ არჩევნებზე ქართულ ოცნებას პროპორციულ ნაწილში 50%-იანი ბარიერი არ გადაულახავს. დღეს ქართულ ოცნებას საშუალოდ აქვს 35%-ში ფარგლებში. როგორც ჩანს, ასეთი პიარ-გათვლა აქვთ, ისაუბრონ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომ სადავო აღარ გახდეს უბრალო უმრავლესობა, მაგრამ უბრალო უმრავლესობაც გახდება სადავო. ძალიან დიდი ჯაფა მოუწევს ქართულ ოცნებას, რომ მან უმავლესობა მიიღოს არჩევნებში.

არჩევნების შედეგები რამდენად შეიძლება გახდეს რევოლუციის მოწყობის საფუძველი?

- უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხუთი პარტიიდან ქართული ოცნება უდავოდ პირველ ადგილს აიღებს. რევოლუციები ასე არ ხდება. თუ არჩევნების გაყალბების განცდა არ იქნება მოსახლეობაში (და არა დასავლეთში), ვერანაირი გარე ძალა რევოლუციას ვერ მოაწყობს. როდესაც ხელისუფლება ზღვარს გადასულა, ახდენს რაღაცის გაყალბებას, ასეთი იყო 2003 წელსა და 2012 წელს.

2020 წელს იყო გაყალბება, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ეს რევოლუციის მოწყობის საფუძველი ყოფილიყო. დღეს რომ ქართული ოცნება დასავლეთისკენ იშვერს ხელს, სწორედ იმ წელს იმ დასავლეთმა არა მარტო ლეგიტიმაცია მისცა არჩევნებს, არამედ ოპოზიციას მოუწოდა, რომ შესულიყო პარლამენტში. იმის თქმა მინდა, რომ გარედან რევოლუციის ექსპორტი ვერ ხერხდება, თუ აქ არ არის ნიადაგი.

ქართული ოცნების პრობლემა ის არის, რომ დღეს მას საყრდენი მოსახლეობაში არ აქვს, მისი საყრდენი ძალაუფლების შენარჩუნებაში, არის ძალოვანი სტრუქტურები, ისევე როგორც ეს იყო 2012 წელს სააკაშვილისთვის და 2003 წელს - შევარდნაძისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული ოცნება 35%- აიღებს, მას მაინც აქვს შანსი, პირდაპირ თუ ირიბად, შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუ ქართული ოცნება იმაზე წავა, რომ ღიად გააყალბებს არჩევნებს, მაშინ მიიღებს პროტესტს.

წავა კი ამაზე? ხშირად ისმის ფრაზა, რომ ქართული ოცნებისთვის იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი, თუკი ის არჩევნების გაყალბებაზე წავიდა.

- კონსტიტუციურად, მას შანსები აქვს. ქართულ ოცნებას ორჯერ შეუძლია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წამოაყენოს. პირველი: როგორც გამარჯვებულმა პარტიამ, ანდა პარლამენტის 1/3-ზე მეტ დეპუტატს შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატი. ის 76 მანდატს ვერ აუღებს, მაგრამ დაახლოებით 60 მანდატის აღება შეუძლია ყოველგვარი გაყალბების გარეშე. არსებობს მექანიზმები, რომ ფორმალურად ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ რეალურად - არა. ვფიქრობ, ოცნება ამ გზით უფრო წავა, ვიდრე გააყალბოს არჩევნები და დაიწეროს 76 მანდატი.

ძალაუფლების შენარჩუნების ფონზე, დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით რა იცვლება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა მართლაც გადაიტვირთოს?

- თუ გაყალბება იმდენად მაშტაბური არ იქნება, რომ ეს ყოველგვარი შეუიარეღებელი თვალითაც გამოჩნდება, დასავლეთმა რა უნდა ქნას?! არ მისცეს ლეიგიტმაცია?! - გამორიცხულია! ოცნება 76 მანდატს ვერ აიღებს, ან ძალიან ხელშესახებად უნდა გააყალოს. ასეთ შემთხვევაში, მას დასავლეთიდან ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, არ ექნება. დასავლეთს შესაძლოა 2012 წელსაც არ მოსწონდა ივანიშვილი, მაგრამ რეალობა სხვაგვარი იყო და იძულებული გახდა ეღიარებინა ეს.

 

 

მერაბ.g ძაბრაძე დროშია ჩარჩენილი! ოთხივე ოპო პარტია რომც გავიდეს (რაც საეჭვოა- ლელოს გაუჭირდება) მათი ჯამური მაჩვენებელი 35%-ს ვერ გადალახავს ... დანარჩენი ცხადია!
აბა დაფიქრდით, ხმებიც რომ ეყოთ, ხაზარაძემ, ძველმა და ახალმა ნაცებმა კოალიცია როგორ უნდა შეკრან? პრემიერზე ვერ შეთანხმდებიან! შს მინისტრზე ვერ შეთანხმდბია! გენპროკურორზე ვერ შეთანხმდებიან! ... ანუ ფაქტიური მდგომარეობა, რომ ზემონახსენები ხარახურები უმრაცლესობით ვერ მოვლენ, სასარგებლოა ქვეყნისთვოს!
2 საათის უკან