„განგებ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბიძინას პრეზიდენტობა, ან პრემიერობა სურს, რათა იგი ხალხს შეაზიზღონ“

„განგებ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბიძინას პრეზიდენტობა, ან პრემიერობა სურს, რათა იგი ხალხს შეაზიზღონ“

მთელი ამდენი ხნის განმავლობაში გვესმის სპეკულაციები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას უმიზნებს, ან კიდევ ბიძინა ივანიშვილი პრემიერობას აპირებს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბიძინამ ვერა და ვერ დაუმიზნა სასურველ თანამდებობას. დაუმიზნა კი არა, სხვებს დაუთმო ნებისმიერი პოლიტიკური სავარძელი და ჩრდილში ამჯობინა ყოფნა.

ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტების სურვილზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ბიძინას უნდა პრეზიდენტობა და ამ ოდიოზური ფორმით ( ზურაბიშვილის იმპიჩმენტით) მას ეპრანჭებიან ქართული ოცნების წევრები.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილს უკვე ორჯერ მოუწყეს იმპიჩმენტი, მაშინ, როცა ვეტოების მოყვარული მარგველაშვილი დაინდეს და არ გააგდეს თანამდებობიდან.

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს: მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ 100 მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება ზურაბიშვილის იმპიჩმენტი. ჩვენ დავაინიცირეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ქართულმა ოცნებამ მაინცდამაინც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გადაწყვიტა პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელმეორედ შემოტანა და ამით მესიჯი გაუგზავნა ამომრჩეველს, რომ არჩევნების დროს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და, ასევე, ორბელიანების სასახლეში გახსნილ ე.წ. საკოორდინაციო პლატფორმას, ანუ რევოლუციურ კომიტეტს დიდი დატვირთვა არ მიანიჭოს.

აქვს თუ არა პრეზიდენტობის ან პრემიერობის ამბიცია ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა საქართველომ იცის, მას პოლიტიკა არ აინტერესებს?!

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა რომ სდომოდა, ზურაბიშვილს არ დააყენებდა საპრეზიდენტო კანდიდატად 2018 წელს და არ გადააყოლებდა ნახევარ საქართველოს. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა მოიმდურა ნახევარი საქართველო, რადგან ეს იყო სულელი და მოღალატე ქალის კანდიდატურის წამოყენება.

ბილბორდებზე საკუთარი სურათები გაუკრა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბიშვილს. პირველად რომ დავინახე ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილი და ქვემოთ წარწერა, ზურაბიშვილს მიეცით ხმაო, ვიფიქრე, ვაიმე, რა მოსვლიათ, ბეჭდვაში როგორ შეშლილიათ, ივანიშვილის სურათი არ გაუშვიათ ზურაბიშვილის მაგივრად-თქო? მერე მთელი ქალაქი რომ იყო მოფენილი სხვადასხვა პოლიტიკოსების სახეებით და ქვემოთ ეწერა, ზურაბიშვილს მიეცით ხმა და ვისაც ვინ მოგწონთ, გააიგივეთ ზურაბიშვილთანო, უკვე მივხვდი, რომ იმდენად ურეიტინგო ადამიანი იყო ეს ქალბატონი, სხვა გზა არავის დაუტოვა. თუ ასე უნდოდა პრეზიდენტობა ბიძინა ივანიშვილს, იმ პერიოდში გახდებოდა პრეზიდენტი. მით უმეტეს, პრემიერი იყო კაცი, დატოვა თანამდებობა და წავიდა, ვინ გააგდებდა პრემიერობიდან ბიძინა ივანიშვილს, ვინმე არ აირჩევდა, თუ დღესაც ვინმე არ აირჩევს?! ეს ძალიან იაფფასიანი ტყუილია. პერიოდულად გვესმის, ბიძინა ხან პრემიერობას აპირებს, ხან პრეზიდენტობასო და ვერა და ვერ დააპირა. 2012 წლიდან თურმე ამას აპირებს და ვერაფრით დაუმიზნა. პირიქით, დაუმიზნა მარგველაშვილისთვის, შემდეგ უკვე დაუმიზნა ზურაბიშვილისთვის და ვერ დაუმიზნა საკუთარი თავისთვის, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი პრეზიდენტობა არ უნდა. ეს ინფორმაცია უსაქმური კაცების მოგონილია. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტიცაა, პარლამენტის თავმჯდომარეც და ყველაფერია, ვინაიდან მას ქართველი კაცის უმრავლესობის გულში ხელთუქმნელი ძეგლი აქვს დადგმული, რადგან მან დაამარცხა და მოსპო ის რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა. რაც მთავარია, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე, ამ გახურებული ომიანობის დროს, საქართველო მშვიდობით მოიყვანა.

ედიშერ გვენეტაძის თქმით, ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილს რაიმე თანამდებობა უნდა, ეს გამიზნულად კეთდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს შეაზიზღონ, სინამდვილეში, ივანიშვილი რა საქმესაც აკეთებს, ეს არ ხდება თანამდებობის ხელში ჩასაგდებად. თანამდებობა რომ სდომოდა ივანიშვილს, ორჯერ იყო პრემიერად და არ წავიდოდა ამ პოსტიდან. სამაგიეროდ, ოპოზიციონრები თვითონ ნატრობენ თანამდებობებს.

ჩვენს ოპოზიციონრებს ვურჩევდი, დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ, თუმცა მათი პატრონები მათ დამშვიდების საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ ხტუნაობენ კალიებივით და ავრცელებაენ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტობის მოსურნე ბიძინას გაუკეთეს ოდიოზური საჩუქარი ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებით. სინამდვილეში, 16 დეკემბერს მთავრდება ამ ბეხრეკი დედაკაცის პრეზიდენტობის ვადა. ისე, სინდისი რომ ჰქონდეს, უკვე დამთავრებულიცაა ეს ვადა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია არაკანონიერ პრეზიდენტად. 26 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე თვენახევარია დარჩენილი, ამიტომ რაში უნდა აინტერესებდეს ივანიშვილს ან მოკლე პერიოდში, ან თუნდაც გრძელვადიან პერიოდში პრეზიდენტობა? უბრალოდ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი საჭიროა იმისთვის, რომ ეს დედაკაცი არ წავიდეს პრეზიდენტობიდან ვადის ამოწურვით, არამედ ის ქართველმა ხალხმა უნდა გააგდოს, ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააგდოს, ვინაიდან მან უღალატა ქართულ სახელმწიფოს, უღალატა ქართველ ხალხს, უღალატა საქართველოს კონსტიტუციას. ყველაზე მთავარი, რატომაც უნდა გააგდონ თანამდებობიდან, რომ მომავალში არავინ იფიქროს საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, თორემ ისე უნდა ჩავაგდოთ ზარბაზანში, რომ გასცილდეს პარიზს და სადღაც ატლანტის ოკეანეში ჩავარდეს მისი უსამშობლო სული,- აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, მართალია, გარე პატრონებისაგან შემოტენილი მეორე პერსონა - მარგველაშვილიც არ ჩამორჩებოდა ზურაბიშვილს, მაგრამ მარგველაშვილი იმპიჩმენტს გადაურჩა, რადგან იმ დროისთვის ქართული სახელმწიფო ძლიერი არ იყო, ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო ინსტიტუტები, არ ჰქონდა შესაბამისი უწყებები, ძალოვანი უწყებები.

მერაბ.g ხუხაშვილის ბოდიალს ყველა საღი გონების ადამიანისთვის ნაწლავური გაზის ფასი აქვს.
არ მჯერა რომ ბიძინას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ რომც უნდოდეს რა? ხაზარაძე, მელია, ჩახდილი, გუბაზი, ვაშაძე თუ პარლამენტში შეიძლება იყვნენ, რა არ შეიძლება?
4 საათის უკან