მირჩა ლუჩესკუს რეკორდი

მირჩა ლუჩესკუს რეკორდი

ერთა ლიგის მე-3 ტურში რუმინეთის ნაკრებმა მირჩა ლუჩესკუს ხელმძღვანელობით კვიპროსის ეროვნული ნაკრები დაამარცხა (3:0).

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მონაცემებით, აღნიშნული მატჩის შედეგად, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ერთ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის რეკორდსმენი გახდა.

79 წლის სპეციალისტმა სადებიუტო მატჩი "ყვითელთა" მწვრთნელის რანგში 1981 წლის 11 ნოემბერს ჩაატარა. მაშინ შვეიცარიასთან თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ამრიგად, რუმინეთის ნაკრების სათავეში ლუჩესკუს პირველიდან ბოლო თამაშამდე 42 წელი და 336 დღე გავიდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომლითაც პარაგვაის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მანუელ ფლეიტას სოლიჩის მიღწევა გააუმჯობესა.

მანუელ სოლიჩი პარაგვაის ეროვნულ გუნდს პირველად ბრაზილიასთან მატჩში ხელმძღვანელობდა (1:1), რომელიც გაიმართა 1922 წლის სექტემბერში. ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში მან ბოლო მატჩი 1965 წლის აგვისტოში, ბოლივიასთან (1:2) ჩაატარა.