ქართველები გერმანიაში

ქართველები გერმანიაში

ბერლინის ქართველთა კოლონიის თავმჯდომარემ გიორგი კერესელიძემ დროებით დასტოვა ბერლინი. თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ეხლა დავით საღირაშვილი.

ბერლინში გარდაიცვალა ბოლშევიკების მიერ გადმოსახლებული ალექსანდრე გასიტაშვილი. მის დასაფლავებას მთელი ბერლინის ქართული კოლონია და ნაცნობი გერმანელები დაესწრენ. კუბო შემკული იყო ცოცხალი გვირგვინებით. წარმოითქვა სიტყვები.

გლოვის გამო, ბერლინის კოლონიამ გადაიხადა თავისი ტრადიციული ნინოობა დაგვიანებით. საღამოს ქონდა პოლიტიკური ხასიათი.

19 თებერვალს ბერლინის კოლონიამ მოაწყო ტფილისში გარდაცვალებულ საზოგადო მოღვაწის გრიგოლ გველესიანიას ხსოვნის აღსანიშნავათ სამოქალაქო პანაშვიდი. ორატორებმა დაახასიათეს გრ. გველესიანი, როგორც პიროვნება და მოღვაწე.

ბერლინის პოლიციის ცნობით, გასული წლის ბოლოს ბერლინში და მის ახლო-მახლო ირიცხებოდა 257 ქართველი.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას