ვაისი:

ვაისი: "ასეთი მეტოქის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია"

„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, მე არასოდეს მითამაშია ასეთ გუნდთან. მათ ფანტასტიკური დინამიკა აქვთ, ინგლისის ჩემპიონატი კი საუკეთესოა. ჩვენთვის პატივია და უნდა გვიხაროდეს, რომ ამ ტურნირზე გამოვდივართ. ატმოსფერო ფანტასტიკური იყო, მჯერა, ასე იქნება შემდეგ საშინაო მატჩებშიც. ჩემთვისაც გამოცდილებაა საუკეთესო გუნდის და მწვრთნელის წინააღმდეგ თამაში“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ორივე თამაში წააგო, მესამე ტურში კი, ესპანურ „ჟირონას“ სტუმრად შეხვდება.