სახიფათო სიტუაცია - რევოლუციონერი მთავარსარადალი სახელმწიფოს წინაააღმდეგ

სახიფათო სიტუაცია - რევოლუციონერი მთავარსარადალი სახელმწიფოს წინაააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს იმ კონსტიტუციის დარღვევას და უპატივცემულობას, რომლის წინაშე ფიცი თავად დადო. სალომე ზურაბიშვილმა ევორპული ვოიაჟი დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობასთან შეუთანხმებლად. გერმანიაში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო სრულად ინსპირირებულია რუსეთისაგან. ზურაბიშვილისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, პრეზიდენტმა ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. ასევე ისაუბრა ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.

„საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული. თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებით, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა. როგორც ვოლსკი აცხადებს, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„სულ რომ არ გაკეთდეს პრეზიდენტის მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება, ყველა ხედავს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა რასაც ის აკეთებს. ევროინტეგრაციისთვის საჭიროა ისეთი ძალისხმევა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მთავრობა მიჰყვება. ყველა რეიტინგში გადავუსწარით ყველა კანდიდატ და ბევრ ევროპულ ქვეყანას - ადამიანის უფლებები, ეკონომიკური მაჩვენებლები, სამართლებრივი საკითხები და უამრავი სხვა, რაც სწორედ ის არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს წარმატებულს ხდის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეზიდენტი და სხვა დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები იმ მიზნით მოქმედებენ, რომ როგორმე ამ ვითომდა ევროპული ინტერესით დააზიანონ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რაც ასე რთულად იქნა მოპოვებული.

ზურაბიშვილს პოლიტიკური მიზანი აქვს. არავითარი ევროპა ამ ინტერესში არ შედის. ევროპის თემა მხოლოდ იმისთვის არის მოგონილი, რათა ახალგაზრდებს ჭკუა დაუბნელონ და უთხრან, რომ ევროპის საწინააღმდეგო ქმედებები აქვს ჩადენილი, ან აპირებს რომ ჩაიდინოს საქართველოს ხელისუფლებამ. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი არის მხარე, რომელიც ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვას. ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში პროცესების რადიკალური გზით განვითარება არის გლობალური ძალების დავალება, რომლის ყურმოჭრილ მონას საქართველოში წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი.

„ყველა კვლევის მიხედვით, ამ არჩევნებს ძალიან დიდი უპირატესობით და საკონსტიტუციო უმრავლესობით იგებს „ქართული ოცნება“, რომელიც არამც და არამც არ ჯდება დასავლეთის გლობალური ძალის ინტერესებში, ანუ სამხედრო სამრეწველო ძალების ინტერესებში, რადგან გლობალურმა ომის პარტიამ ვერანაირად ვერ შეძლო და ვერ დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ ის ჩაბმულიყო მიმდინარე ომში, ამიტომ ყველა ძალას მიმართავს.

საყოვეთაოდ ცნობილია, რომ დღევანდელი გერმანია და გერმანიის ხელისუფლება არის აშშ-ის ყურმოჭრილი მონა და ამას მოწმობს ისიც რა უარყოფითი განწყობაა იმ ომის გამო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, რაც დაადასტურა არჩევნებმა. რაც შეიძლება დაბრალებოდა „ქართულ ოცებას“ დააბრალეს - დაწყებული იქიდან, რომ საქართველოში არადემოკრატიული გარემოა შექმილი, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ყველას თანაბარი უფლებები აქვთ“, - აცხადებს გვენეტაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მიმდინარეობს ზეწოლა ცესკოზე და სვამენ კითხვას არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება-არ ჩატარებაზე. მისი თქმით, ცდილობდნენ, რომ არჩევნებამდე რამენაირად შეცვლილიყო სიტუაცია საქართველოში, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილია 25-26 დღე და ამ მდგომარეობაშიც უპირობოდ იგებს „ქართული ოცნება“.

„ამიტომ, რა უნდა ჰქონდეთ მათ გასამართლებელი, ერთადერთი უნდა ჰქონდეთ ის, რომ თითქოსდა რუსეთი მიერ არის არჩევენები ინსპირირებული, რომ რუსეთი ერევა არჩევნებში და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ასეთი ფაქტი ტრამპის არჩევნების დროს, როდესაც რუსეთს დააბრალეს ტრამპის მიერ არჩევნების მოგება. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ქალბატონი სალომე, ისე მისი პატრონები არიან აგონიაშია და არ იციან რა გააკეთონ. ქართველი ხალხი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო მშვენივრად ხედავს, რომ ეს ძალა, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, დამარცხებული არიან არჩევნებში და ამიტომ ცდილობენ სიტუაცია შეცვალონ საკუთარი მიზნებისათვის, მაგრამ მეფე შიშველია.

სწორედ მეფის შიშივლის გამო აკეთებს ამ განცხადებას გერმანიის პრეზიდენტი და ვთვლი, რომ ეს არის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ისე, ისეთი სიტუაცია აქვთ გერმანელებს, რომ ჯობია საკუთარ ქვეყნას მიხედონ, რადგან ეს უზარმაზარი ქვეყანა და ევროპის გული მალე აღმოჩნდება არა მარტო ვასალურ, არამედ პატრონყმურ დამოკიდებულებაში იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჰქვია აშშ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არის დაბალი და არა ისეთი, როგორიც ზურაბიშვილს სურდა, ყველაფერს აკეთებს, რომ მოახდინოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. მისი განცხადებები, უბრალოდ, არის ყველა ჩარჩოდან გასული. არ ემყარება არანაირ ფაქტოლოგიას, რეალისტურ სურათს და სოციალურ ბაზას.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ იგივე NDI და IRI გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი რუსეთს მიიჩნევს თავის ქვეყნის მთავარ მტრად, მთავარ საფრთხედ. ანუ, ყველა მონაცემით არანაირი სოციალური ბაზა, რომ საქართველო წავიდეს რუსეთისკენ რა ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავაში, არ არის. ვერც ერთი ხელისუფლება ქვეყანას ვერ შეუცვლის ორიენტაციას, თუ ამისი სათანადო სოციალური ბაზა არ არსებობს. არ არსებობს საქართველოში ამის სოციალური ბაზა და შესაბამისად, ყველა ის განცხადება, რასაც ზურაბიშვილი აკეთებს არის ტყუილი“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება რუსულ ჩარევებს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამის ობიექტური დადასტურებაა, თუ ჩვენ ჩავთვლით საგარეო დაზვერვის ორ განცხადებას, რომ ამერიკელები აქ ფერად რევოლუციას ამზადებენ, რაც შორს არ არის რეალობისგან, სხვა რამ ისეთი ხილული ჩარევა არ ყოფილა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რევოლუციურ პროცესებს სათავეში უდგას საქართველოს პრეზიდენტი.

„სამაგიეროდ ვხედავთ ჩარევებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან - აშშ, ევროკავშირი და ასევე მისი სხვადასხვა ინსტიტუციები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, იგივე გერმანიის მარშალის ფონდი, მაკკეინის ინსტიტუტი, თუ მათი ცალკეული ევროპარლამენტარები, თუ პოლიტიკოსები, ექსპერტები, ყველა ის ნეგატიური სტატია, რაც იბეჭდება საქართველოში მიმდინარე მდგომარეობაზე, რომელიც არის სრულიად ტენდენციური. ეს ხელს უწყობს სწორედ იმას, რომ იქ ჩამოყალიბდეს აზრი, რომ არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური. ავიღოთ იგივე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, აბსოლუტურად ტენდენციური, ჩვენი დეპუტატი გამოვიდა სტრასბურგში და ილაპარაკა ამის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიაწოდეს ყველა ინფორმაცია, რა ხდება ჩვენთან საარჩევნო ველზე, მათ მაინც ოპოზიციის პოზიციები გაიზიარეს. როცა ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებები ვლინდება, ძალაუნებურად ჩნდება იმის ეჭვი და შიში, რომ აქ შეიძლება სწორედ დასავლეთის ხელშეწყობით მოხდეს ის, რისი მოხდენაც არავის არ გვინდა - დაიწყოს რევოლუციური პროცესები და გადაიზარდოს ეს ძალადობაში და დადგეს გაუთვალისწინებელი შედეგები, რისგანაც არავინ დაზღვეული არ ვიქნებით. ამიტომაც სიტიუაცია არის ძალიან სახიფათო“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

მერაბ.g ზურაბიშვილი მთავარსარდალი კი არა, მთავარსარდელია! ვერც ის და ვერც სხვა ცალ ფეხზე მდგომი სოროსის, თუ სხვა ფონდების კუპატები ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ - ამისთვის საჭიროა ოცნება ადამიანის სიმაღლეზე დარჩეს - ტყუილების, ცილისწამებისა და ლანძღვის გარეშე! რაც უფრო დაემგვანებით მეცოცხეებს, მით უფრო ახლოს იქნება თქვენი მაჩვენებელი ნაცების საარჩევნო მაჩვენებელთან!
1 კვირის უკან