„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელიც დოპინგის გამოყენების გამო დისკვალიფიცირებულია, შესაძლოა ტურინულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ნაკლებად სავარაუდოა, გაუქმდეს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან აგვისტოში ფრანგმა ნახევარმცველმა დოპინგის დადებითი ტესტი ჩააბარა. 29 თებერვალს ანტიდოპინგურმა სასამართლომ ფეხბურთელისთვის თამაშის 4 წლით შეჩერების გადაწყვეტილება დაადასტურა. მან საჩივარი შეიტანა.