ლაშა დვალის

ლაშა დვალის "აპოელმა" კვიპროსის სუპერთასი მოიგო

ნიქოზიის „აპოელმა“, რომლის რიგებში ლაშა დვალი თამაშობს, კვიპროსის სუპერთასი მოიგო.

ნიქოზიელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი პირველივე წუთზე გავიდა, ხოლო მე-13 წუთიდან მოყოლებული „პაფოსი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო.

ლაშა დვალი არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და ტიტულის მოპოვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.