ამერიკული „ინტერ მაიამის“ დიდვარსკვლავი ლიონელ მესი შესაძლოა არგენტინულ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ 2025 წელს დაბრუნდეს - გვამცნობს El Nacional.
თავდამსხმელი პროფესიული კარიერის დასრულებას სწორედ ამ ლუბში განიხილავს, სადაც ახალგაზრდულ დონეზე 1994 წლიდან 2000 წლამდე თამაშობდა.
37 წლის ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი მაიამის „ინტერთან“ 2025 წლამდეა ძალაში და ლეო სერიოზულად ფიქრობს თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიურ კლუბში გადასვლაზე.