ჟვანია ოპოზიციას თამაშის ახალ წესებს სთავაზობს

ჟვანია ოპოზიციას თამაშის ახალ წესებს სთავაზობს

ზურაბ ჟვანიას ინიციატივაეროვნულიშერიგებისპროცესთა კოორდინაციისათვის სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ შეიძლება პოლიტიკურ დემარშადაც ჩაითვალოს.

მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როცა მოვლენები თებერვლის შემდეგ ელვის სისწრაფით ვითარდება, - ხელისუფლებამ აშკარად ხელთ იგდო ინიციატივა დაფუნდამენტალისტურ ოპოზიციასდასაყრდენ სოციალურ ბაზას უსპობს.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ჟვანიამ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შესაბამისი გავლენის ბერკეტებიც აემოქმედებინა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაშერიგებადწოდებულ ამ პროცესზე დიდ იმედებს ამყარებს.

სარწმუნო წყაროს ცნობით, კვირას პარლამენტის თავმჯდომარეს თითქმის სამსაათიანი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტთან. ორშაბათსავე ჟვანიამ მიიწვია სამეგრელოდან არჩეული დეპუტატები (რაც აგრეთვე უაღრესად საყურადღებოა), უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე და ოთარ ფაცაცია. საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრის ძირითადი ფუნქცია იგივეა რაც 1993 წელს, როდესაც იგი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით: ხელი შეუწყოს სამეგრელოს ფეთქებად საშიშ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას და მოსახლეობის დამშვიდებას.

ფაცაცია  თავისმისიას უეჭველად გაართმევს თავს, ვინაიდან სამეგრელოს მოსახლეობას აშკარად მოყირჭდა გაუთავებელი პოლიტიკურიბორიაყიდა ადამიანური ცხოვრება მოენატრა. სწორედ ამ ნორმალური, ადამიანური მისწრაფების გამო, ესქტრემისტ-ზვიადისტები დასაყრდენს ვეღარ იპოვიან სამეგრელოში. ხელისუფლება კი არა თუ ხუთი წლის წინანდელ შეცდომებს გაიმეორებს და ვინმეს ახალი ძარცვა-გლეჯის საშუალებას მისცემს, არამედ პირწავარდნილ ტერორისტებსაც კიირიგებსდა სწორედაც ირჯება.

აქ, როგორც ჩანს, ყველაფერი გასაგებია - თებერვლის მოვლენათა ორგანიზატორებმა სერიოზული რისკი გასწიეს და აშკარად წააგეს. უფრო საინტერესოა, რომ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შექმნილიინტერპარტიულიჯგუფი შეიძლება მისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერების საშუალებადაც იქცეს. ჯგუფში გაერთიანდნენ როგორცმოქალაქეთა კავშირისწევრები, ასევე სოციალისტი  თენგიზ ჯგუშია და ედპ.

კონსენსუსიშერიგებისპრობლემებზე ამჟამად მიღწეულია, - ზურაბ ჟვანია კი უეჭველად მიიღებს საშუალებას ურთიერთმოქმედების ახალი ხერხები გამოძებნოსსაკოორდინაციო საბჭოშიშემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესთა ნაწილობრივი გათვალისწინებით.

ამდენად, ორშაბათს ჩამოყალიბებული ჯგუფი მართლაც შეიძლება იქცესსაყოველთაო შერიგებისა  და კონსოლიდაციისმნიშვნელოვან ფაქტორად. ზურაბ ჟვანია (ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე) შესაძლებლობის მაქსიმუმს მიიღებს არსებული სიტუაციიდან: რამდენადაც იგი საკოორდინაციო ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატორი და ფაქტობრივი ხელმძღვანელია, შერიგების პროცესიც პარლამენტის თავმჯდომარის ეგიდით წარიმართება.

არ არის გამორიცხული, „მოქალაქეთა კავშირმადა ზურაბ ჟვანიამ მოახერხონ უახლოეს მომავალში (ისევ და ისევშერიგებისადაკონსოლიდაციისლოზუნგით) ისეთი ატმოსფეროს შექმნა ქვეყანაში, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური ინტრიგა, პოლიტიკური დაპირისპირება და მით უმეტეს ოპონენტთა ლანძღვა-გინება ცუდ ტონადჩაითვლება.

ოპოზიციის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამგვარი ვითარება ხელისუფლებას (მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობას) უფრო აძლევს ხელს, ვიდრე ოპოზიციას.

საქართველოში ჯერ კიდევ 1990 წლიდან ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ, ოპოზიცია ყოველ არჩევნებამდემცირე რევოლუციას  აწყობს, რაც შეუძლებელია საზოგადოებრივი ვითარების დაძაბვის გარეშე.

ზურაბ ჟვანიას ინიციატივა ხელისუფლებას უეჭველად შეუქმნის პლაცდარმს პოზიციათა განსამტკიცებლად, ხოლო თამაშის ამ წესებით ოპოზიცია ვერასდროს გაიმარჯვებს.

რაც მთავარია, თამაშის სხვა წესები უკვე აღარც შეიძლება არსებობდეს. ოპოზიციას ეძლევა არჩევანის უფლება: ან შეურიგდეს საყოველთაო შერიგებას (ტავტოლოგია არგეგონოთ - ორ სხვადასხვა შემთხვევაში სიტყვაშერიგებაგანსხვავებული შინაარსის მატარებელია) ან გასწიოს რისკი და ზოგიერთი, უკვე კარგა ხნის წინ დეგრადირებულიპოლიტიკური სექტისგზა გაიმეოროს.

მითუმეტეს, რომ საქართველოში ოპოზიციონერობაც ერთობ სარფიანი საქმეა.