მეძავები თბილისის შუაგულში აქტიურად „მუშაობენ“

მეძავები თბილისის შუაგულში აქტიურად „მუშაობენ“

თბილისის ცენტრალურ უბნებში მეძავები აშკარა საქმიანობას ეწევიან.

ზოგიერთი ქუჩაშიმუშაობს“. უფრო პრესტიჟულები კაფე-რესტორნებში ეცნობიან კლიენტებს. მეძავობა დედაქალაქში სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

ქუჩის მეძავები წერეთლის პროსპექტზე, დღისით-მზისით, პირდაპირ მანქანებშიუხტებიანკლიენტებს.

მათიმომსახურეობახანმოკლეა და 3-დან 5 ლარამდე ღირს. როგორცრეზონანსსუთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, ასეთი დღისგრაფიკიუფრო შემოსავლიანი და უსაფრთხოა, ვიდრე ღამითმუშაობა“.

შებინდებისას მეძავი იღლება და თუ ღამის გასათევი ადგილი არა აქვს, ან კიდევ უნდა რომწაიმუშაოს“, პოულობს კლიენტს და მიჰყვება ღამისთევით.

აქ უკვე ფასი იზრდება და ხშირად 10 ლარსაც აჭარბებს.

სხეულით მოვაჭრეები სასტუმროაჭარისმიმდებარე ტერიტორიაზეც სისტემატურად ეწევიან თავიანთ საქმიანობას.

აქ უფრო გამოცდილი, „სტაჟიანიმეძავებიმუშაობენ“. დაკვირვებული თვალი მათ ხშირად შენიშნავს ერთსა და იმავე ადგილას.

მეძავებს ძირითადად ერთი და იგივეკლიენტურააკითხავს. ისინი იმდენად თვითდაჯერებულად გრძნობენ თავს, რომ ხშირადმოლაპარაკების ადგილზეუხეშობასაც არ თაკილობენ.

ერთ-ერთმა მეძავმა, რომელსაც მომავალმა კლიენტმა სიტყვიერიშურაცხყოფამიაყენა, კინაღამ სცემამანქანიანი ბიძა“. მან თავს გაქცევით უშველა.

შედარებითმაღალი დონისმეძავები ქალაქის კაფე-რესტორნებსა თუ სხვადასხვა კლუბებში იყრიან თავს. აქ კლიენტისა და მეძავის გაცნობა სასიამოვნო გარემოში ხდება.

როგორცრეზონანსმაშეიტყო, ამ კატეგორიის მეძავები საშუალოდ 20-დან 50 ლარამდე ითხოვენ.

ერთ-ერთი სხეულით მოვაჭრის თქმით, მას პურის ფული არ უჭირს, მაგრამ კარგი ცხოვრება უნდა.

სხეული ჩემია და ვისთანაც მინდა, იმასთან დავწვები. მე ჩემს ბედს დამოუკიდებლად ვწყვეტ, განსხვავებით საროსკიპოებშიმომუშავექალებისაგან“, - განაცხადა მეორემ.

საროსკიპოების მეძავთა საკითხი ცალკე თემაა. რაც შეეხება ქუჩაში და თავშესაქცევ ადგილებშიმოღვაწესხეულით მოვაჭრეებს, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ და მათ ზურგს უკან პრაქტიკულად არავინ არ დგას.

ზოგიერთ მათგანს პურის ფული უჭირს, ზოგს კი კარგი, უზრუნველი და უშრომელი ცხოვრება სურს.