შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მეჰმეთ ქ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 201 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 21,182 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1,367 გრ ამფეტამინს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).