ვინ გაბედავს ოპოზიციიდან ირაკლი კობახიძესათან დებატებში მონაწილეობას?   

ვინ გაბედავს ოპოზიციიდან ირაკლი კობახიძესათან დებატებში მონაწილეობას?   

ოპოზიციამ დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია, ხოლო მათ წინადადებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა. კობახიძე აცხადებს, რომ ჯერ იმდენი რეპუტაცია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომ ივანიშვილთან დებატები მოითხოვოს. მეორე მხრივ, მას არ აქვს არანაირი პრობლემა, რომ ნებისმიერ ეთერში მათთან პირისპირ დაჯდეს.

კობახიძის ნათქვამს ოპოზიციიდან გამოეხმაურენ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერს შესთავაზა, რომ მასთან ერთად დებატებზე პირდაპირ ეთერში დაჯდება. აუხსნის კობახიძეს დეტალურად საიდან აპირებს „ნაციოანლური მოძრაობა“ 14 მილიარდის მოტანას, რათა მოსახლეობას დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია დებატებს გაურბის: „ისინი გაურბიან დებატებს. მე პირადად აბსოლუტურად მზად ვარ. პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე. მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში. შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კობახიძის განმარტებით, ეს მისთვის არავითარი პრობლემა და სირთულე არ არის.

„იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   

ანალტრიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რასაკვირვეელია, პოლიტიკური დებატები, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში იმართება. თუმცა ეს ხდება ისეთ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც რადიკალური პოლიტიკური პარტიები არ არიან. აბაშიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ვერც პრემიერ ირაკლი კობახიძეს და ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი საგნობრივ და აზრიან დისკუსიას ვერ გაუწევენ.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში პარლამენტის მაგალითზე სამწუხაროდ გამოჩნდა, რომ დესტრუქციული ოპოზიცია  უაზრო კითხვებს დასვამს, აღარ ელოდება  პასუხს და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ეს არა მხოლოდ პრემიერ - მინისტრის შემთხვევაში მოხდა, არამედ სხვადასხვა მინისტრების ინტერპელაციის ფორმატში. შესაბამისად,  შეუძლებელია, ასეთ დესტრუქციულ ელემენტებთან შინაარსობრივი აზრთა ცხარე კამათი წარიმართოს. დავაკვირდეთ რა ხდება რადიკლური ოპოზიციის ფლანგზე, მათგან ტყუილი, დესტრუქცია, ექსტრემიზმი,  ბოღმა და სიძულვილის მასობრივი ტირაჟირება ხდება.

არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკოსების, არამედ მმართველი ძალის მხარდამჭერების მიმართაც.  მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია კობახიძეს ვინ უნდა დაუჯდეს, ვინც მისი კონკურენტი რეალურად იქნება. თუ ასე გავყვებით ლოგიკას, მაშინ მას მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა უნდა დაუჯდეს.  ბოკუჩავა არა ერთხელ იყო მთავრობის წევრთა გმოსვლების დროს პარლამენტში და გვახსოვს მისი უსაქციელო ყვირილი და ისტერიკა. ლანძღვაგინების შემდგე კი დარბაზიდან გაქცევა. როგორ შეიძლება ამ ქალბატონს, სერიოზული პოლიტიკური რაციონალური პიროვნება ეწოდოს. თუმცა რადიკალურ ოპოზიციაში ასეთები ჰყავთ, მათთვის მთავარია, რომ სატელევიზიო დებატების დროს, რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ და იყიყინონ. პრემიერ ირაკლი კოაბხიძეს ათასი სისულელე უთხრან  და ამით ჩათვალონ, რომ რაღაც პოლიტიკური  რეიტინგი მიიღეს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, დავაკვირდეთ თუნდა კობახიძის პრესკოფერენციებს და ჟურნალისტებთან ურთიერთობას. აბაშიძე მბობს, რომ თავად ავრცელებენ ტყუილს და ფეიკ ინფორმაციებს. მერე ვითომ სურთ პრემიერი რაღაცაში გამოიჭირონ, მაგრამ საბოლოოდ ისევ წაგებული თავად რჩებიან. ასე იქნება ანალიტკოსიის აზრით, პოლიტიკოსების შემთხვევაშიც.

„კობახიძეს თუ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი დაუჯდა, იქაც იგივე იქნება.  მაგალითად: ბოკუჩავა, ვაშაძე თუ სხვა პირები, ვინც არ უნდა დაუსხდნენ,  მათი მხრიდან ჭარბი ჩაბჟირების, ყვირილის და პრემიერის შეურაცხყოფის გარდა არაფერი იქნება. არც გაგვიკვირდება, რომ ისინი სატელევიზიო სტუიდიიდან გაიქცენენ და შემდეგ თაქვან, რომ მათ ვითომ გაიმარჯვეს. ამ ხალხს წესიერი დისკუსია და საუბარი არ შეუძლიათ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, კარგია დებატები, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ამის კულტურა ჯერ არ გვაქს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ის არის რა სახის შედეგის მიღება სურთ ამით პოლიტიკოსებს.

„საქმე იმაშია, რომ დებატებს თავისი კონკრეტული მიზანი და დანიშნულება უნდა ჰქონდეს. როცა ასეთი დებატები მაგალითად, ამერიკაში იმართება, ჩვენ ვნახეთ ამომრჩევლის განწყობაზე ეს როგორ გავლენას ახდენს. როგორ მოხდა უცბად ტრამპის რეიტინგის კლება, როდესაც მან კამალა ჰარისთან დებატები გამართა. ჩვენთან ასე არ არის. ჯერ ერთი დებატების კულტურა არ გვაქვს, მეორეც ჩვენს მოსახლეობას ეს დიდად არ ანაღვლებს. კი ბატონო, შესაძლოა, სანახაობრივი იყოს, მაგრამ კობახიძის მდგომარეობიდან გამოყვანა მარტივი არ არის. ამიტომ რა იქნება ოპოზიციის მიზანი როცა მასთან დაჯდომაზე საუბრობს? ამით ვისზე უნდა მუშაობა, რომელი ამომრჩევლის გადაბირება სურთ? „ოცნების“ ამომრჩეველი ისევ მმართველი გუნდის მხარდამჭერი დარჩება. არა აქვს მნიშვნელობა კობახიძე ან ივანიშვილი რას იტყვის. ოპოზიცია ამ დებატებით მოსახლეობას აზრს ვერ შეაცვლევინებს, ამიტომ მისი გამართვის პოლიტიკურ მიზანს ვერ ვხედავ. მსგავსი დებატები პარლამენტში გვიხილავს და ახალი რა უნდა იყოს, რაზე უნდა ილაპარაკონ, მე მართლა არ ვიცი. ნუ კი, ბატონო, ბიძინა ივანიშვილის დებატებში ხილვა კარგი იქნებოდა, მაგრამ მას პოლიტიკურად ეს რაში აწყობს? რას მოუტანს? თუ უნდა გამოვა ისედაც და აგერ, თავის ამომრჩეველს მაინც  ელაპარაკება“,-ამბობს ძაბირაძე.

მერაბ.g ვაშაძე ჯერ ზაექუას ან ან მაჭარაშვილს ედებატოს და შევხედოთ!
4 კვირის უკან
მერაბ.g "ჯერ უნდა ჰქონდეს იმდენი რეპუტაცია რომ ივანიშვილს ედებატოს" ნიშნავს რომ დებატი არ იქნება; კობახიძსთვის ივანიშვილი მამა-,არჩენალი და ღმერთია, ყველა ოპოზიციონერი კი ნაცი:))
თუ დებატზე ლაპარაკი წყლის ნაყვა არაა ქოცების მხრიდან, ივანიშვილი ედებატოს გახარიას 'იმედზე; ან ქოცების ახალ ოფისში, ნებისმიერი წამყვანით (თუ ინდა დებატი თავად კობახიძემ წაიყვანოს) , ოღონდ თანაბარი დროის უზრუნველყოფით; ძალიან ბევრს უნდა ამ დებატის ნახვა და ძალიან ბევრსაც გავიგებთ!
ცხადია ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია, დებატებზე, მითუმეტეს ივანიშვილიvs გახარიაზე ქოცები არ წავლენ (ქოცებს შეუძლიათ 'ზამენა' გამოიყვანონ და ბიძინა კობახიძით ჩაანაცვლონ :))
ობიექტურები რომ ვიყოთ, აქ მარტო ის კი არაა რომ გახარია უბრალოდ აჯობებს, ზოგადად ხელისუფლებაში მყოფისთვის დებატი წამგებიანია, მითუმეტეს, რომ მეცოცხე ახლა უნდა გავასამართლოო იძახი, მეცოცხე რომლის ხმების დახმარებით იუსტიციის საბჭოს წევრები დანიშნე ... რუსთავის საკრებულოს ნაცი თავ-რე დანიშნე ...
4 კვირის უკან
Zazae890 ჯერ კობახიძე ვინ ჩემი ფანჩარია და მერე კიდე სუნიანი ხიხო
3 კვირის უკან
Gami ახლა გახარია აღმოჩნდა "დიდი პოლიტიკური კულტურის პოლემისტი და მოდებატო"! გახარაიას ნამდვილად " შეუძლია ივანიშვილის "დამთავრება", როგორც ნაცები " დაათავრა"! მთავარია სიტყვა: სპოილერი არ დაავიწყდეს დებატების დროს. ეჰ, ამ საიტზეც უბერავს ხალხი...
3 კვირის უკან
ლაზი ოპოზიცია ოთხ ნაწილად გამოდის არჩევნებზე, მათშორის ზოგს ორი ლიდერი ყავს, და ზოგსაც ოთხი, სულ მინიმუმ ცხრა მაინც არიან. გამოდის რომ კობახიძეს მეტი საქმე არ ჰქონია, გარდა დებატებზე დგომისა.
3 კვირის უკან
ლაზი ოპოზიცია ოთხ ნაწილად გამოდის არჩევნებზე, მათშორის ზოგს ორი ლიდერი ყავს, და ზოგსაც ოთხი, სულ მინიმუმ ცხრა მაინც არიან. გამოდის რომ კობახიძეს მეტი საქმე არ ჰქონია, გარდა დებატებზე დგომისა.
3 კვირის უკან