„თუ დასავლეთი არჩევნებს არ აღიარებს და ქართველებს ქუჩაში გამოიყვანს, ივანიშვილის თამადობით, „ოცნება“ ფიზიკურად განადგურდება და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ მოვა“

„თუ დასავლეთი არჩევნებს არ აღიარებს და ქართველებს ქუჩაში გამოიყვანს, ივანიშვილის თამადობით, „ოცნება“ ფიზიკურად განადგურდება და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ მოვა“

ამერიკის მხრიდან „ოცნების ყოველდღიურ რეჟიმში დაწყებულ კრიტიკას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ინტერვიუში 2003 წლის მსგავსი სცენარისთვის მზადებად აფასებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, ამერიკა საქართველოში „ხავერდოვანი რევოლუციის მოსაწყობად ემზადება. ანალიტიკოსი განიხილავს, რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას და რა უნდა ქნას ამისთვის ხელისუფლებამ.

- სენატის სხდომა ვიხილეთ, სადაც სენატორებმა შაჰინმა და რიშმა მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს. ერთ დროს ივანიშვილის მოკავშირე სენატორებმა, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების გადაბარების პროცესს აკვირდებოდნენ, „ოცნება მატყუარად და თაღლითად მოიხსენიეს. რა ხდება, რა წრე შეიკრა „ოცნების გარშემო, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ვიწროვდება და კრიტიკაც საკმაოდ მძიმე სახეს იღებს?

- ჩვენ ზოგადად ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვართ. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ იგივეს წინაშე ედუარდ შევარდნაძის მაშინდელი ხელისუფლებაც აღმოჩნდა. საქართველოს კრიტიკა მაშინაც ამერიკიდან დაიწყო და შევარდნაძემ ბეიკერის ტელეფონი არ აიღო. ბეიკერის დარეკვის მიზეზი ის იყო, რომ მას შევარდნაძისთვის გადადგომა უნდა ერჩია. ამერიკას მაშინ ეს ხაზი ჰქონდა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. იგივე მოხდა უკრაინაში. ეს მამა ბუშის ჩანაფიქრი იყო, ხოლო რადგან „ვარდების რევოლუციის სახით ექსპერიმენტი გამოვიდა, ამაზე სოროსმა ხმამაღლა ისაუბრა, ეს მერე უკრაინაშიც გააგრძელეს.

საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის ხელისუფლება, რომელიც 9 წელი ცხვირიდან ძმარს გვადენდა. მანამდე შევარდნაძესაც ბეიკერთან გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა. შევარდნაძის ხელისუფლებისგან ამერიკელები დავალებულებიც კი იყვნენ. ამის მერე ძირითადი პოლიტიკური ხაზი შეიცვალა და მათ ახალი ფიგურები უნდოდათ, რომლებიც უფრო ადვილად დამყოლები იქნებოდნენ და იმ ახალ სცენარს მოერგებოდნენ, რომელსაც ისინი ხავერდოვანი რევოლუციების სახით გეგმავდნენ.

- თქვენ ამბობთ, რომ ახლაც ამერიკა ამდენი წლის შემდეგ „ოცნებას კვლავ ხავერდოვან რევოლუციას უწყობს?

- დიახ, ზუსტად ამიტომ მოვყევი ეს ისტორია, რომ ახლაც გადატრიალების ხაზია. მაშინ რატომ უნდოდათ გადატრიალება, სხვა საქმეა, მაგრამ ეხლა ამერიკას აქ ხელისუფლების ცვლილება იმიტომ სურს, რომ ჩინეთის ტრანზიტი და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაფუჭდეს. კონკრეტული ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ მათ სურთ ხავერდოვანი რევოლუციის მოწყობა.

- ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადებები იმაზე, რომ სიტუაცია უკრაინის ომის შემდეგ დაიძაბა ამერიკასთან. ამერიკის ყოფილი ელჩი ბიძინა ივანიშვილთან ფარულადაც კი მივიდა და მასთან 2 საათი რაღაცაზე საუბრობდა. მაშინ ითქვა, რომ ეს საქართველოს ომში ჩართვის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რაზეც ივანიშვილმა უარი თქვა. ამის შემდეგ გაუჩნდათ ამერიკელებს „ოცნების მიმართ უნდობლობა და ეჭვები, რომ ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი შეცვალა?

- როგორც ქართულმა მხარემ განაცხადა, დიახ, მაშინ პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე. ქართული მხარე არ მოიქცა როგორც კარგი შემსრულებელი და თავისი ინტერესები დაიცვა. რა თქმა უნდა, ეს წყენა დარჩა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომლის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებია „ოცნების წინააღმდეგ იმაზე, თითქოს საგარეო ვექტორი შეცვალა. რაში გამოიხატა კურსის გადახვევა, როცა საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ დაამყარა? რეაქციაც არ მისცა, როცა მოსკოვიდან ამაზე საუბარი დაიწყო.

თან გავიხსენოთ, რომ ამას დასავლეთიდან ბრალდების სახით გვიყენებენ, როცა იგივე მოლდოვას, რომელსაც არცერთი წუთი არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ გაუწყვეტია, ხმასაც არ სცემენ. ის დსთ-ს წევრიც კი არის, მაგრამ ხმას არავინ იღებს. საქართველოსთან მიმართებაში გაჟღერებული განცხადებები მიზანმიმართული ბრალდებებია, რათა რაღაცაზე შარი მოგვდონ. თუკი გვაწყობს, რომ ასე ბურთივით გვათამაშონ და თავმოყვარეობა არა გვაქვს, ამ თამაშს ავყვეთ. იმედი მაქვს, რომ ზოგადად ერი სხვა ჭკუაზე იქნება.

- ამერიკის მაღალჩინოსანმა პირდაპირ განაცხადა, რომ შესაძლოა 26 ოქტომბრის არჩევნების ამერიკის მხრიდან აღიარება არ მოხდეს, თუკი საარჩევნო პროცესი არადემოკრატიულად ჩატარდება. არსებობს იმის საფრთხე, რომ დასავლეთმა „ოცნების გამარჯვების შემთხვევაში არჩევნები არალეგიტიმურად აღიაროს?

- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს და ამის ძალიან დიდი წინაპირობებია. ეს სცენარი გადავათამაშოთ მაშინ მეორენაირად, რომ თუ დასავლეთი არჩევნებს არ აღიარებს, ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. როგორც 2003-ში მოხდა, ამას დემოკრატიულ რევოლუციას დაარქმევენ. ეს თუ მოხდა, ივანიშვილის თამადობით, „ოცნება ფიზიკურად განადგურდება. ხელისუფლებაში კი „ნაციონალური მოძრაობის გუნდი მოვა, ეს სცენარი რომ მზადდება, ამას მეორე აზრი აღარ უნდა.

- თუმცა, ალბათ, შევარდნაძის და ახლანდელი „ოცნების ხელისუფლებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. შევარდნაძეს მაშინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში პრობლემები ჰქონდა და თითქმის მისი ხელისუფლება სრულად იყო ჩამოქცეული. ასეთი რამ „ოცნების ხელისუფლებას არ სჭირს. მყარად დგას, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე მხარდაჭერის მხრივ. მას ჰყავს ძალიან ბევრი ამომრჩეველი, რომელსაც ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ სცენარის ამ პირობებში გამეორება?

- კი ბატონო, შევარდნაძის ხელისუფლების და ამ ხელისუფლების ერთმანეთთან შედარება გამორიცხულია. თუმცა ხელისუფლების სიმყარეზე ვერ იქნება დამოკიდებული. გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს, ქუჩაში ნაწილობრივ ის ახალგაზრდები იყვნენ გამოსულები, ვისაც მართლა სჯეროდა, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიდიოდა. მეორე მხრივ კი ის ახალგაზრდები, ვისაც ენჯეოებიდან შემოსავალი ჰქონდათ. ეს იყო ენჯეოების რევოლუცია. ეს პროცესი კი დასავლეთში ხალხის ნებად შეფასდა. ამ დემონსტრაციებში ვინ იყვნენ დაინტერესებული, არავის აღარ გაურკვევია. ამიტომაც ახლაც დაარქმევენ, რომ ხალხი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. ასევე დაიწყებენ იმის მანიპულაციას, რომ ხალხის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ა.შ. გაცილებით მკაცრად ახშობენ დემონსტრაციებს იგივე ამერიკაში, ვიდრე საქართველოში, მაგრამ როგორც კი პოლიცია აქ პატარა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, მაშინვე ყვირიან, რომ დარბევა მიდის ხალხის და ა.შ. ამიტომ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გონიერება და გათვლა სჭირდება.

- რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, თუკი, როგორც თავად ამბობენ, ყველა კვლევის მიხედვით, არჩევნებს მოიგებენ. დათმოს ხელისუფლება საკუთარი ნებით, თუ რა უნდა გააკეთოს, გამოსავალი რაშია?

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც „ოცნებამ“ უნდა გააკეთოს და რაც უკვე დაწყებული აქვს, საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. ამიტომ იძახიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდაო. იმხელა სხვაობა უნდა იყოს „ოცნების“ ქულებსა და ოპოზიციის ქულებს შორის, რომ ბრალდებამ გაყალბების შესახებ აზრი უნდა დაკარგოს. დავუშვათ „ოცნებამ“ 60% აიღო, ხოლო 40% ოპოზიციამ, 20%-ის გაყალბება რთულია, ამიტომ ეს სხვაობა დამაჯერებელი იქნება და ვეღარ იტყვიან რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ მოუწოდებს ივანიშვილი ელექტორატს, რომ ქუდზე კაცი გავიდეს და საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება შეძლონ.

 

მერაბ.g შაჰინი და რიში არიან ერთი ბერიკაცი და ერთი დედაბერი, რომლების ვერც თავიანთ პირს აკონტროლებენ და ვერც ყითას!
დასავლეთი იქნება, თუ უცხოპლანეტელი, ვინც არჩევნებს არ აღიარებს, შესაბამისი არგუმენტები უნდა დადოს, რასაც ხალხი შეაფასებს!
თუ ვინმე (აშშ ან სხვა) უარგუმენტოდ, მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება არეულობის მოწყობას გოშია ცალ ფეხზე მდგომთა მეშვეობით, მიიღებენ დიდი ზომის ბროწეულის ოყნას!
4 კვირის უკან
Vlad კი მაგრამ დავუშვათ მოიგო ოცნებამ ნამდვილად ...ამ ვერსიას ატავინ განიხილავს..ესეიგი ბიჭებივართ და მოვდივართო არაა...ჰოდა დაწყილი გიგაურით დამთავრებული როთია დანიგნანით გამოექანეთ აგერაა კაი ნაზარდიმაქ გა ....
4 კვირის უკან
Vlad კი მაგრამ დავუშვათ მოიგო ოცნებამ ნამდვილად ...ამ ვერსიას ატავინ განიხილავს..ესეიგი ბიჭებივართ და მოვდივართო არაა...ჰოდა დაწყილი გიგაურით დამთავრებული როთია დანიგნანით გამოექანეთ აგერაა კაი ნაზარდიმაქ გა ....
4 კვირის უკან
მერაბ.g ოცნება მოიგებს თუ ატა, აქ დემოკრატია იქნება თუ არა ... ამერიკას ეს კი არ აინტერესებს, არამედ ის, რომ აქ მისთვის ტანკქვეშ შემვარდნი ხელისუფლება იყოს .... დორბლიანი აქ რომ გვაწამედგა, გვძარცვავდა, გვარბევდა, მათთვის "დემიკრატიის შუქურა" იყო .... იუგოსლავიის დემოკრატია არ მოსწპნდათ და საუდის არაბებს ტუჩებში კოცნიდნენ
ანუ - ოცნება 60%-ს არა, მაგრამ 44-48%-ით უმტკივნეულოდ რომ მოიგებს, არევის მცდელობა ექნებათ: ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს; მადლობა ღმერთს, რომ ცალ ფეხზე მდგომები განწირული უმცირესობაა ამქვეყნად!
4 კვირის უკან
არაგველი641 ჩვენი წინაპრეპის მსგავსად ჩვენც მოვესწარით მოწოდებას: "ქუდზე კაცი!'. განსხვავება ისაა, რომ ადრე ათასი ჯურის ურჯულოს უმკლავდებოდნენ ჩვენები და ახლა კი "ცივილიზებულ" დასავლეთს. ჩვენი სპორტსმენების მსგავსად იმედია დიდი შემართებით ვიბრძოლებთ და ვასახელებთ ჩვენს წინაპრებს!!!
3 კვირის უკან
amo ყველაფერი ხელის გულზე დევს. ფაქტია, რომ ქართველი ხალხი იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს.
3 კვირის უკან