Deadline: „ოუშენის მეგობრების“ მორიგი ნაწილის გადაღება იგეგმება

Deadline: „ოუშენის მეგობრების“ მორიგი ნაწილის გადაღება იგეგმება

Deadline-ის ინფორმაციით, სტუდია Warner Bros.-ი „ოუშენის მეგობრების“ მორიგ ნაწილზე მუშაობს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტი, რეჟისორის სავარძელს კი ედვარდ ბერგერი დაიკავებს.

ამ ეტაპზე ფილმზე მუშაობა ადრეულ სტადიაზე და სხვა დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა, სავარაუდოდ მისი სახელწოდება „ოუშენის 14 მეგობარი“ იქნება.

პირველი ფილმი მძარცველ დენი ოუშენზე და მის მეგობრებზე ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. მას ორი გაგრძელება მოჰყვა - „ოუშენის 12 მეგობარი“ (2004) და „ოუშენის 13 მეგობარი“ (2007). სამივე ფილმში დენი ოუშენის როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულა. მასთან ერთად ფილმებში თამაშობდნენ: ბრედ პიტი, ჯულია რობერტს, მეტ დეიმონი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ენდი გარსია, ვენსან კასელი და სხვები.