რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, კინოს თემაზე მწერალმა ჟურნალისტებმა, 25-დან 45 წლამდე მამაკაცთა საახალწლო გამოკითხვის შედეგად ჰოლივუდის წლის "საუკეთესო ფეხების" მფლობელი მანდილოსანის ვინაობა გამოავლინეს.
ამ „საპატიო ჯილდოს“ მფლობელი ბრედ პიტის ყოფილი ცოლი ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა, რომელსაც „2013 წლის საუკეთესო ფეხების" მქონე ქალი-მსახიობის საპატიო წოდება მიეკუთვნა.
მეორე ადგილზე კამერონ დიასი გავიდა.
მესამეზე - ინგლისელი ლიზ ჰარლი, მეოთხეზე ევა ლონგორია.
ჯენიფერ ენისტონის "გასახარად" მისი "მეტოქე" - ანჯელინა ჯოლი სიაში ვერ მოხვდა!