"ბენფიკამ" თურქი ნახევარმცველი დაიმატა

ლისაბონის „ბენფიკამ“ თურქი შემტევი ნახევარმცველი კერემ აკტურკოღლუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის ფეხბურთელი 2020 წლიდან „გალათასარაიში“ თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო მანამდე „ბაშაკშეჰირის“, „ბოდრუმის“, „კარაჩაბეის“ წევრი იყო.

აკტურკოღლუს თურქეთის ნაკრებში 34 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ერთი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2024-ზე.