ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის" აგენტები

ჯო უილსონი, ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან დიფ სთეითის" აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯო უილსონისა და ნაცმოძრაობის" წევრების შეხვედრა, ფაქტობრივად შიდაპარტიული შეხვედრაა.

გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც შემდგომ არ განხორციელდა, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, საინტერესო არ არის. ჯო უილსონი, ნაცმოძრაობა" ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან დიფ სთეითის" აგენტები. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის ფაქტობრივად შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.