კაზემირომ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს

კაზემირომ შესაძლოა კარიერა თურქეთში გააგრძელოს

სტამბოლის „გალათასარაი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, კაზემიროს გადაბირებას ცდილობს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, თურქული კლუბი დაინტერესებულია ბრაზილიელით, რომლის თამაშით „მანჩესტერში“ კმაყოფილი არ არიან. მანუელ უგარტეს შეძენის შემდეგ კი, მოსალოდნელია, რომ კაზემირო ადგილს ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგავს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

კაზემირომ „მანჩესტერში“ 2022 წლიდან დღემდე 87 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა. მანამდე მას კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალში“ აქვს გატარებული.

„გალათასარაიში“ არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს, სულ ბოლოს თურქულმა კლუბმა ვიქტორ ოსიმენი დაიმატა.