"ნაპოლი" შოტლანდიელ ნახევარმცველს იმატებს

„ნაპოლი“ შოტლანდიის ნაკრებისა და „ბრაიტონის“ ნახევარმცველის, ბილი გილმორის შეძენასთან ახლოსაა.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერი ფასზე შეთანხმება შედგა. ინგლისელები 12 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსად 3 მილიონიც დაემატება.

ბილი გილმორმა „ბრაიტონში“ 2022 წლიდან დღემდე 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. მანამდე ის „ჩელსის“ და „ნორვიჩის“ ღირსებას იცავდა, ხოლო შოტლანდიის ნაკრებში 30 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.