"მილანი" ბრაზილიელ მცველს დაიმატებს

„მილანი“ ბრაზილიელ მცველს, ემერსონ როიალს დაიმატებს, რომელიც მილანში უკვე ჩავიდა და დღეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ემერსონი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ტოტენჰემს“ იტალიელები 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ემერსონის კარიერა „პონტე პრეტაში“ დაიწყო, შემდეგ „ატლეტიკო მინეიროში“, „ბეტისსა“ და „ბარსელონაში“ ითამაშა, ხოლო 2021 წლიდან „ტოტენჰემში“ 101 თამაშში 4 გოლი გაიტანა.