ვეტერანი მეკარის, დავიდ დე ხეას ერთწლიანი უგუნდო პერიოდი დასრულდა. ესპანელმა კიპერმა ფლორენციის „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ესპანელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
მოგეხსენებათ, 2023 წლის მაისში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ დე ხეა უთამაშებელია და გასული სეზონი გამოტოვა - მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი გუნდი ვერ იპოვა.
დავიდ დე ხეას კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ დაიწყო, ხოლო 2011-2023 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარს იცავდა.