ინგლისში ოჯახმა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ლატარიას ისე თამაშობდა, რომ ერთსა და იგივე რიცხვებს ირჩევდა, ჯეკ-პოტი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 87 წლის ოდრი კობმა და მისმა სამმა შვილმა მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგეს. ამაში მათ შემდეგი რიცხვები დაეხმარათ: 5, 9, 18, 32, 44, 58 და 34.
უფროსი ვაჟის, დევიდის გადაწყვეტილებით, ისინი მოგებას თანაბრად გაინაწილებენ და თითოეული 250-250 ათასს მიიღებს. მან აღნიშნა, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის ეს წარმოუდგენელი მომენტი იყო. მისივე თქმით, უფროსი და კეროლი მოგებული თანხით სახლს იყიდეს, უმცროსი - სანდრა კი ავტომობილს. დევიდმა და დედამისმა კი ჯერ ვერ გადაწყვიტეს რაზე დახარჯავენ კუთვნილ თანხას.