„სუფთა ჰაერზე გასეირნება არა მარტო უნარჩუნებს ადამიანს ფიზიკურ ფორმას, არამედ ამაღლებს მის ინტელექტუალურ დონეს,“ – ეს ფაქტი დააფიქსირეს ილინოისის უნივერსიტეტის ნეიროქირურგებმა ადამიანის თავის ტვინის შესწავლის დროს.
„ადამიანის ინტელექტუალური დონე გასეირნებასთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია და მნიშვნელოვნად მაღლდება, თუ ის კვირაში სამჯერ მაინც, 40 წუთის განმავლობაში ისეირნებს“, ამტკიცებენ მედიკოსები. ამ დროს ნაბიჯების რიტმსა და ზომას მნიშვნელობა არ აქვს.
მეცნიერთა აზრით, სუფთა ჰაერზე სეირნობისას აქტიურდება თავის ტვინის მთელი სტრუქტურა, რადგან ადამიანი უამრავ გარეგამღიზიანებელზე რეაგირებს. სიარულის დროს ზომიერი ვარჯიში აუმჯობესებს კავშირს ტვინის ნაწილებს შორის, წინააღმდეგობას უწევს დაბერების პროცესებს და სრულყოფს გონებრივ უნარსა და შესაძლებლობებს.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ეს დასკვნები მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ყურადღებით შეისწავლეს იმ ადამიანების ტვინის სურათები, რომელთაც ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესი ჰქონდათ.