„ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია, არ უსმენს უაზრო, უარგუმენტო რეზოლუციებსა და სანქციების მუქარას - ქართველი ხალხის ნება საარჩევნო ყუთთან წყდება“

„ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია, არ უსმენს უაზრო, უარგუმენტო რეზოლუციებსა და სანქციების მუქარას - ქართველი ხალხის ნება საარჩევნო ყუთთან წყდება“

ამერიკის ადმინისტრაცია და რიგი კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდნენ. ახლა მათ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ თემად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქცა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა არჩევნების წინ ამერიკა ივანიშვილის დასანქცირებას აპირებს, რადგან არჩევნებზე ამ ფორმით გავლენა მოახდინონ. ოპოზიციაში ამერიკის მხრიდან ამ განზრახვას არ უარყოფენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ივანიშვილის 26 ოქტომბრამდე ან არჩევნების შემდეგ დასანქცირების მოლოდინი არსებობს. 

ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს ავრცელებს.

კომისიის წევრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

წერილში, რომელსაც ხელს რამდენიმე კონგრესმენი აწერს, ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა აუცილებელი ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.

ამის პარალელურად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვაშინგტონში საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელა. სხდომა, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, ჯინ შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

მისი თქმით, აშშ საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და სანქციების მთავარმა კოორდინატორმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკა მოქმედებას განაგრძობს და ბერკეტების გამოყენების კუთხით, აშშ-ს მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი აქვს. ამასთან, მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უკან დასაბრუნებელი გზა კიდევ აქვს. ჯიმ ობრაიენმა სენატში გამართულ სხდომაზე ასევე საქართველოს მოახლოეუბული არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

ამასთან, ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

მმართველი გუნდი ჯეიმს ო’ბრაიენის გზავნილებს ეხმაურება, რომელიც სამი კონკრეტული პირობის შესრულებას ეხება. ეს არის არჩევნების სამართლიანად ჩატარება, გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ უნდა დავარწმუნოთ ო’ბრაიენი და ყველა ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა არ ნიშნავს რაიმე ალტერნატივას იმასთან მიმართებაში, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია.

„ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისკენ, რომ ჩინეთის, აზიისა და ევროპის ბაზრები უკეთესად დაუკავშირდეს ერთმანეთს. მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი არის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა. რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, არ სჭირდება ამის შეხსენება, ვინაიდან, სწორედაც ამიტომ იქნა შემოტანილი, ამიტომ იქნა გაწეული უშველებელი ხარჯები, რომ ელექტრონულმა არჩევნებმა გამორიცხოს ყოველგვარი ფალსიფიცირება არჩევნების და, რასაკვირველია, მაღალ, ევროპულ დონეზე ჩატარდება“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლდენიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემის ხელახლა წამოჭრა, რა თქმა უნდა, შანტაჟის სახეს ატარებს და ეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის დასახმარებლად არის გათვლილი.

„უკვე ეჭვიც არავის აღარ ეპარება, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდება და მთავარი მიზანი ოპოზიციისთვის სალაპარაკოს მიცემაა. ძირითადად, კონგრესმენების განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რომ როგორმე „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდეს. თუმცა ვერ აანალიზებენ, რომ ამით ვერც ბიძინა ივანიშვილს შეაშინებენ და ვერც „ქართულ ოცნებას“. ეს ზეწოლა უკვე დიდი ხანია გრძელდება და დიდი ალბათობით, ფინალში ფიქრობენ ივანიშვილის დასანქცირება შემოიტანონ. თუმცა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ის უკვე არაოფიციალურად სანქციების პრიობებში იმოფება, მაგრამ არაფერი მოსვლია.

„ოცნების“ პოლიტიკას ქართველი ხალხი ემხრობა და ამას ვისი დასანქცირებაც არ უნდა მოხდეს, მოსახლეობას ვერ გაადაფიქრებინებენ. ჩვენი ხალხისთვის ახლა მთავარი მონაპოვარი მშვიდობაა, რომლის უზრუნველყოფასაც „ოცნება“ თავისი პრაგმატული პოლიტიკით ახრეხებს. ამიტომ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გამორიცხული არაფერია და არსებობს ალბათობა ივანიშვილის დასანქცირების, თუმცა ამით რას მიიღებენ და მოიგებენ, ესეც გამოჩნდება. მათთვის მთავარია რამდენიმე დოლარის ფასად აქ ოპოზიციას წაეხმარონ და მინელებული პოლიტიკური დღის წესრიგი ცოტა გამოაცოცხლონ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, კონგრესის სხოდმა იმდენად სამარცხვინო იყო და არაკომპეტენტური, რომ მათი განცხადებები სერიოზულად მისაღებიც კი არ არის.

„ადამიანები, რომლებსაც მსოფლიო გეოპოლიტიკის მართვაზე პრეტენზია აქვთ, იმაში ვერ ერკვევიან, რომ სომხეთს ზღვა არა აქვს და საუბრობენ იმაზე, სომხეთიდან ევროპის მიმართულებით ევროპაში ღრმაწყლოვანი პორტით ტვირთი უნდა შეიტანონ. ეს ხალხი ვერც გეოგრაფიაში ერკვევა და ვერც გეოპოლიტიკაში. არ ვიცი სევანის ტბა თუ იმდენად ღრმა არის, რომ იქ გემების შეყვანა და ტვირთის გადატანა ყოფილა შესაძლებელი, მაშინ ღემრთმა ხელი მოუმართოთ.

სხედან და სერიოზული სახეებით მსჯელობენ იმაზე, საქართველო და ჩინეთი როგორ მოაქციონ იზოლაციაში. ჩინეთის თემა ხომ ვერ მოინელეს და არაადეკვატურობის ყველა რეკორდი მოხსნეს. საქართველოს ხელისუფლება ახერხებს და ალაგებს ურთიერთობებს ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც ჩინეთია, რომლის გავლენასაც აღიარებს, როგორც ევროპა, ასევე ამერიკა. უკრაინაც კი მიდის და ელაპარაკება იმაზე, რომ ომის დასრულების რაღაცა ფორმულა მოიძებნოს. ამიტომ ამ კონგრესმენების მუქარის და თითის ქნევის არავის ეშინია. მანდაც მალე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება“, - ამბობს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, როგორ გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და იმოქმედებს თუ არა წინასაარჩევნო გარემოზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ყველაფერი ზუსტად ამისთვის კეთდება, საქართველოს მრავალვექტორიანი პოლიტიკის გამო სჯიან.

„მმართველ პარტიას ევროტალანტიკური ორიენტაცია არ გაუუქმებია. მიუხედავად იმისა, რომ ამას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უსინდისოდ აცხადებენ და მათ მხარს მათი საგარეო პარტნიორები უბამენ. ამერიკა ჩინეთს ვერაფერს უბედავს და გადაწყვიტეს პატარა საქართველო დატუქსონ, დასაჯონ და ა.შ. ესეც აბსოლუტურად ირაციონალურია. შემდეგ პირობებს გვიყენებენ, რომ თურმე არჩევნები აპრიორი გაყალბდება და უკვე ამის გამო მუქარას გვითვლიან. ეს არჩევნები ისე „გაყალბდება“ როგორც 2020 წელს „ისფედმა“ გააყალბა პარალელური ხმების დათვლით. ერთი თვე კია მის გამო ქვეყანა პოლიტიკურად აყანაყალეს. შემდეგ „ისფედის“ დამფინანსებელმა „იუესეიდმა“ ბოდიშიც კი არ მოიხადა. ახლა კი საინტერესოა როგორ უნდა გაყალბდეს უნიკალური ელექტრონული არჩევნები, წარმოუდგენელია. რაღაცა „კარუსელის“ მოწყობა და ბიულეტინების ჩაყრა გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, ეს მატყუარა ადამიანები ე.წ. ენჯეოსექტორის წარმომადგენლები უკვე სიყალბეს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ვითომ ხალხის დაშინება ხდება და ა.შ. ასევე არ გმოვრიცხოთ, რომ რადიკალებმა 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე არეულობები მოაწყონ. მიუხედავად ამისა, ვერაფერს მაინც ვერ შეძლებენ, რადგან 2003 წელი აღარ არის. შემდეგ სცენარში გაწერილი აქვთ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც, რომელიც 26 ოქტომბერს პრეზიდენტი იქნება. მას დავალებული ექნება, რომ არჩევნები უსინდისოდ არალეგიტიმურად და მიტაცებულად გამოაცხადოს. თუმცა ფაქტებით და საქმით, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ 2012 წლიდან საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ხალხი იმ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მას სურს“, - ამბობს აბაშიძე.

ხოლო ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული მუქარა სანქციასთან დაკავშირებით, აბაშიძის აზრით, უსირცხვილო შანტაჟის ფორმას ატარებს.

„საინტერესო იქნება, თეორიულად, ბიძინა ივანიშვილს რა სანქციებს დაუწესებენ ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. თუმცა, ისედაც ჩანს, რომ „კრედიტ სვისტმა“ ამ თაღლითმა ბანკმა, ბიძინა ივანიშვილს მისი კუთვნილი თანხები რამდენიმე მილიარდი დაუყადაღა. ეს ხომ წარმოუდეგენელია! აქ არის მთავარი რამ, როგორც ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, მას შანტაჟის არ ეშინია. ის არ უსმენს უზარო, უარგუმენტო რეზოლუციებსა და სანქციების მუქარას. ქართველი ხალხის ნება საარჩევნო ყუთთან წყდება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ საარჩევნო ყუთებთან. ამ შედეგებს კი 26 ოქტომბრის 20:00 საათის შემდეგ ყველა ნახავს“, - ამბობს აბაშიძე.

არაგველი641 ეგენი ბავშვები არიან, სულ რაღაც 200 წლის და არ იციან, რომ მომხდურის წინააღმდეგ გაერთიანება ვიცით და ათასი უჯიშო თავდამსხმელი გაგვისტუმრებია. "ალგეთის ლეკვები" უკვე დაიზარდნენ და ბრძოლისთვის მზად არიან!!!
ქართველი ხალხი თავის ქვეყანას და ივანიშვილს არავინ არ დააჩაგრინებს!!!
4 თვის უკან
არაგველი641 რაც შეეხება მძორად ქცეულ ოპოზიციას, ვურჩევდი გონს მოეგონ სანამ დრო აქვთ. თუკი აქ მდგომარეობა ძაან საშიშ ფაზაში გადავა, ეგენი საკუთარ ტყავს ვეღარ გადაარჩენენ, ხალხი განაჩენს გამოუტანს როგორც ქვეყნის მოღალატეებს.
4 თვის უკან
ლაზი დარწმუნებული არიან, რომ აჩევნებს ვერც მოიგებენ არც გაყალბდება , ამიტომ არიან გავეშებულნი, განსაკუთრებით გარე ძალები. არჩევნებს გაყალბებულად კი გამოაცხადებენ, მაგრამ შემდგომ საპროტესტო აქციებზე, ადგილობრივი მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. მარტო ენჯეოშნიკებით ქვეყანას ვერ ააყირავებენ. ამიტომ ცდილობენ ხალხი არჩევნებამდე დააშინონ - თუ ოცნებას ხმას მისცემთ, ყველას დავასანქცირებთ და ქვეყანას იზოლაციაში მოვაქცევთო.
არჩევნებამდე რომ დააწესონ სანქციები, ეშინიათ სასურველ ეფექტს ვერ მიიღებენ და სანქციებს ფასი საერთოდ დაეკარგება. თანაც სანქციების დაწესების ვერანაირი საბაბიც კი ვერ გამონახეს, ოპოზიციის ჩატანილი ფეიკ ამბების გარდა, ამიტომ სანქციები საფრთხობელად უნდათ აქციონ.
ამდენი ხანია იძახიან სანქციები, სანქციებიო და ჯერ დასანქცირებული არავინ არავის უნახავს. სწორედ ეს ნიშნავს საფრთხობელა სანქციებს.
ამ ჩინეთის ფაქტორმა ხომ სულ გააგიჟა და დააბნია ეს ხალხი.
4 თვის უკან
trampi ზამთარში.....ზამთარში...................................................................................................... ამერიკის არჩევნების მერე
4 თვის უკან