ჯეიმს განმა „სუპერმენის“ გადაღებები დაასრულა. ამის შესახებ რეჟისორმა სოციალურ ქსელებში დაწერა. მან მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
„მათმა საქმისადმი ერთგულებამ, კრეატიულობამ და შრომამ პროექტს სიცოცხლე შესძინა“, - აღნიშნა რეჟისორმა.
„სუპერმენის“ გადაღებები 29 თებერვალს დაიწყო და 5 თვე გრძელდებოდა. სურათის პრემიერა 2025 წლის ივლისში შედგება. მთავარ როლებს ფილმში დევიდ კორენსვეტი და რეიჩელ ბროსნაანი ასრულებენ.