შალვა პაპუაშვილი: ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. ყველანი ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. ყველანი ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში

შალვა პაპუაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„როგორც იცით, დღეს იწყება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ჩვენი 28 სპორტსმენი წარმოადგენს საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. მინდა წარმატება ვუსურვო მათ. ყველანი ვგულშემატკივრობთ და ვუსურვებთ, რომ გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარიზში რამდენიმე საათში ოლიმპიური თამაშები გაიხსნება.