რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა

რაიმე პოზიტივი, საქმიანი დღის წესრიგი არავისთვის მათ არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, ისინი მუდამ იმაზე ოცნებობენ, არადემოკრატიულ გზით როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა ინტერესი ამ ადამიანებს არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა.

ვხედავთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვყავს არა დემოკრატიული რადიკალური ოპოზიცია. ამ რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ დემოკრატიული პროცესებით, ანუ არჩევნების გზით არაფრის მიღწევის საშუალება და რესურსი არ გააჩნია. ეს ბუნებრივიცაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცები“ არიან ოპოზიციაში, საქმიანი დღის წესრიგი მათ არასდროს ჰქონია. ისინი ან დეზინფორმაციას მიმართავენ, ან სიძულვილის კამპანიას, ან კონკრეტული მესიჯები აქვთ, მაგალითად, საქართველომ არ უნდა მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ. ესენი ყოველთვის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიოდნენ. შესაბამისად, რაიმე პოზიტივი, საქმიანი დღის წესრიგი არავისთვის მათ არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, ისინი მუდამ იმაზე ოცნებობენ, არადემოკრატიულ გზით როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა ინტერესი ამ ადამიანებს არასდროს, რაც ოპოზიციაში არიან, ჰქონიათ, რადგან საზოგადოების მხრიდან მათ ნდობა ნულის ტოლია. შესაბამისად, ისინი არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადებიან, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა. მათ ისევ ეს მიზნები და ამოცანები გააჩნიათ. ყველას ავიწყდება, თუ ჰგონია, რომ არადემოკრატიული გზით ვინმეს, რაიმეს მიღწევა შეუძლია. საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ მართლაც სიმწრით მოპოვებულ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს.