რატი იონათამიშვილი: თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე

რატი იონათამიშვილი: თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე

თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე ნიშნავს თავდასხმას საქართველოზე, ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, საზოგადოების ინტერესი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ამ საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან, უკვე ფაქტია, რომ იგეგმებოდა ტერორისტული აქტის მოწყობა.

„ამისი მიზანი იყო ზუსტად ის, რომ ის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რაც უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში და ღირსებით პროგრესი, რაც უზრუნველყოფილია საქართველოში, არ ახარებთ მავანს და მავანს და უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ჭაობში ჩაძირონ. სწორედ ამიტომ არის ის სამიზნეები აღებული, რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, ექნებათ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სადამდე მიდის კვალი, სად და ვინ ხარშავდა ასეთ მავნებლობასა და ბოროტებას. ამის შესახებ გვქონდეს ჩვენ არგუმენტები და ეს პროცესი რომ არახალია, ძალიან კარგად ვიცით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვახსოვს მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის ავადსახსენებელი საუბარი, სადაც ზუსტად სნაიპერის თოფებსა და კილერებზე იყო საუბარი. ასევე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს და შემოაგორეს არაჟნის კონტეინერებით საქართველოში, მაშინაც ხომ ვიცით რა იყო ამ შემოპარვის მიზეზი და მიზანი. იყო ზუსტად ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ზუსტად ის, რომ დესტაბილიზაციითა და სისხლისღვრით ვიღაცებს ხელი მოეთბოთ საქართველოს უბედურებაზე.

ეს კითხვის ნიშნები გაამძაფრა ჩვენს საზოგადოებაში იმ ფაქტმა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეების განმავლობაში იკითხებოდნენ და ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ გამოკითხულების გარდა მათ ადვოკატებს, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ჰქონდათ ოპოზიციურ არხებს, მათ საკომუნიკაციო საშუალებებს, ყველა საგულდაგულოდ რატომ მალავდა იმას, რომ საქმე იყო ტერორისტული აქტის მოწყობის ფაქტზე აღძრული და ამ უმძიმეს მუხლზე ისინი არაფერს საუბრობდნენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ლევკოთეა პრობლემა სწორედ ისაა, ქვეყანას რომ არ აქვს ძლიერი სტრუქტურები და ერთ კაცზე (თან, არასაჯარო პირზე) თავდასხმა მართლა რეალურადაა სუვერენიტეტზე თავდასხმა.
1 თვის უკან