მეკარეების შესაძლო კარუსელი: La Repubblica-მ მამარდაშვილი

მეკარეების შესაძლო კარუსელი: La Repubblica-მ მამარდაშვილი "მილანს" დაუკავშირა

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონ მორაეში შეიძლება საუდის არაბეთში წავიდეს, რამაც შეიძლება დომინოს პრინციპით მეკარეების კარუსელი გამოიწვიოს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, „სიტიში“ ედერსონის პოტენციურ შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმას განიხილავენ, ხოლო თავის მხრივ, პსჟ ეცდება, რომ იტალიელი „მილანის“ მეკარით, მაიკ მენიოთი შეცვალოს, რომელიც პსჟ-ს აღზრდილია.

თავის მხრივ, La Repubblica წერს, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში „მილანი“ 40 მილიონ ევროდ „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის შეძენას ეცდება. იტალიურ კლუბს ფინანსურად პრობლემები აქვს, მაგრამ მენიოს უფრო ძვირად გაყიდის, შესაბამისად, მამარდას ტრანსფერისთვის თანხა ექნება.

თუმცა, ეს რომ მოხდეს, საკმაოდ ბევრი რამ უნდა მოხდეს, ამიტომაც, ალბათობა, არც ისე დიდია. იმავე დროს იტალიური მედია წერს, რომ „როსონერი“ მენიოს ახალ კონტრაქტსაც კი სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მას ესპანურ გუნდში 100 მატჩი აქვს ჩატარებული.